მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » ეკონომიკის მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს მართავს
4:38 PM
ეკონომიკის მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს მართავს



საქართველოში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებში მართავს. ვერა ქობალია კალიფორნიაში იმყოფება. იგი უკვე ესტუმრა რამდენიმე მსხვილ ამერიკულ კომპანიას.

მოლაპარაკებების შემდეგ მსოფლიო მასშტაბის ბრენდების ხელმძღვანელებმა საქართველოში პირადად ჩამოსვლის და ბიზნესგარემოს ადგილზე შესწავლის სურვილი გამოთქვეს.

`აბსოლუტურად ყველა კომპანია, ვისთანაც გვქონდა შეხვედრა, დაინტერესებულია, რომ შემოვიდეს საქართველოში და ეძებს უკვე ბიზნესპარტნიორებს ამ სფეროში, ვისთანაც ურთიერთობებს დაამყარებს,` - განაცხადა ვერა ქობალიამ.























კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1155 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar