მთავარი » 2010 სექტემბერი 20 » მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა
4:18 PM მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა | |
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებაში. 23 სექტემბერს კი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე ის სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ასამბლეის მსვლელობისას გაეროს გენერალური მდივნის სახელით სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურებისათვის გაიმართება სადილი, აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. შტატებში ვიზიტისას დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |