მთავარი » 2010 » სექტემბერი » 17 » რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ბაზებს არ გაზრდის
2:12 PM
რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ბაზებს არ გაზრდის


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიას რუსეთი მინიმალურ ვადებში აღმოფხვრის.

მინისტრის თქმით, ამისთვის ხუთ დღეზე ნაკლები იქნება საკმარისი, რადგან ამ რეგიონებში არსებული ბაზები ამის საშუალებას იძლევა.

`რეგიონში ვითარების შესაძლო განვითარების ანალიზს მუდმივად ვატარებთ. ის ძალები და ქვედანაყოფები, რომლებიც ორ სამხედრო ბაზაზეა, საკმარისია, რათა ვითარების ნებისმიერ განვითარებაზე მოვახდინოთ რეაგირება,`- განაცხადა სერდიუკოვმა და ასევე დასძინა, რომ ამჟამად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო დაჯგუფებების რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს.


































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1204 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar