მთავარი » 2010 » სექტემბერი » 17 » დავით ბაქრაძის შეხვედრები აშშ-ში
2:11 PM
დავით ბაქრაძის შეხვედრები აშშ-ში


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ძირითადი ვიზიტები კონგრესში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში  დაასრულა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო შტატების მხრიდან საქართველოს დეოკუპაციის  მოთხოვნის შემცველი რეზოლუციის მიღების მზადყოფნას.

პირისპირ  შეხვედრებისას ბაქრაძემ კონგრესმენ ნენსი ჰასტინგსთან  დასვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხოელი დამკვირვებლების დაშვების საკითხი. ამავე საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესის საქართველოსთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავჯდომარეს ელისონ შვარცსაც ესაუბრა. 

დღეს ბაქრაძე  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს შეხვდება.

`ვიზიტისას დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა  და იმედია ეს ფაქტი აისახება ორივე პალატის შემდგომ  რეზოლუციებში, რომლის მისაღებად მზადყოფნაც კონგრესმენებმა გამოთქვეს,`- განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე აშშ-ში ამერიკელ ანალიტიკოსებსაც ესაუბრა, რომლებიც სააქართველოს საკითხზე მუშაობენ. შეხვედრა ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გაიმართა. მას ასევე ესწრებოდა კეიტოს ინტიტუტის წამაყვანი ანალიტიკოსი, ვლადიმერ პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში არსებული ვითარება და კონფლიქტები იყო.













კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1108 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar