მთავარი » 2010 » სექტემბერი » 17 » ლავროვი საქართველოს სარჩელის შესახებ
1:51 PM
ლავროვი საქართველოს სარჩელის შესახებ


ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით მოსმენები დღეს დასრულდება. როგორც ქართული, ისე რუსული მხარის წარმომადგენლები სხდომაზე საბოლოო სიტყვით გამოვლენ.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს არ განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიას განუცხადა. იგი საქართველოს პრობლემის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.

ლავროვის თქმით, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ სარჩელი სასამართლოში არასდროს შეუტანია და ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც სამხრეთ ოსეთში სააკაშვილის ავანტიურა ჩაახშეს.

რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა და მოსკოვი რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.




































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1135 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar