11:05 PM ჟორდანიას კლინიკა აუქციონზე გაიყიდა | |
იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი გაიყიდა. შენობა აუქციონზე საწყის ფასად, 2 მილიონ 500 ათას დოლარად იყიდეს, რადგან მას მხოლოდ ერთი მყიდველი, კომპანია `სანი` ჰყავდა. ჯერჯერობით უცნობია, შეუნარჩუნდება თუ არა ინსტიტუტს პროფილი, თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ვალდებულია 7 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს შენობა ამჟამად იქ მოქმედ სამედიცინო პერსონალს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგეგმება პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული ჰოსპიტალური ნაგებობების სამედიცინო პროფილით პრივატიზება. აღნიშნული ქონება მხოლოდ აუქციონის გზით გაიყიდება. ეკონომიკის სამინისტროში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი მსხვილი
ობიექტი გაიყიდა. შედეგად, ბიუჯეტში 20 ათასზე მეტი დოლარი შევიდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |