მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16 » არასამთავრობო ორგანიზაცია საგადასახადო კოდექსს იწუნებს
11:03 PM
არასამთავრობო ორგანიზაცია საგადასახადო კოდექსს იწუნებს



ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ახალ საგადასახადო კოდექსს აპროტესტებს. ასოციაციის განმარტებით, საქართველოში მცირე ბიზნესი ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, კოდექსი კი მცირე და საშუალო მეწარმეებს დამატებით პრობლემებს უქმნის.

ასოციაცია აქცენტს საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდებიდან ბიზნესისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ გადანაწილებაზე აკეთებს. მათი თქმით, ბოლო წლებში ქვეყანაში ბიზნესბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა.

`მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია, იმიტომ, რომ ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებენ მცირე მეწარმეობას,` - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმ მერაბ ჯანიაშვილმა.
















კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1169 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar