მთავარი » 2010 » სექტემბერი » 16 » ვენეციის კომისიის დელეგაცია საკონსტიტუციო კომისიას შეხვდა
11:00 PM
ვენეციის კომისიის დელეგაცია საკონსტიტუციო კომისიას შეხვდა



ვენეციის კომისიის წევრებმა კონსტიტუციაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართეს. ავთანდილ დემეტრაშვილმა მათ კანონპროექტის დეტალები წარუდგინა და მათ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების შესრულებაზეც გაამახვილა ყურადღება. 

საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრისას, ვენეციის კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს მთავარი ცვლილება, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა თანაბარ გადანაწილებას ეხება. ახალ რეკომენდაციებსა და შემაჯამებელ დასკვნას კი კომისია ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს.

`ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა საკონსტიტუციო კომისიასთან. ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება. ეს არის დემოკრატიზაციის პროცესი და ქვეყნის სწორად განვითარების ნათელი მაგალითი,` - განაცხადა ვენეციის კომისიის წევრმა ტომას მარკეტმა.

ვენეციის კომისიის წევრები დღესვე შეხვდნენ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობენ.

`ვენეციის კომისიისა და მათი ექსპერტების მოსაზრებები არის ფასეული და ისინი უნდა იყოს გათვალისწინებული,` - განაცხადა `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის` წევრმა გიორგი ჩხეიძემ.

ვენეციის კომისიის წევრები შეხვედრას გამართავენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1168 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar