10:55 PM პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში | |
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია. ბოლო შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა. გაბრიელე ალბერტინისთან მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო საქართველო-ევროგაერთიანების ურთიერთობებს, ასოცირებულ წევრობას, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას, ოკუპირებულ რეგიონებს, ასევე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში გუშინ ჩავიდა. იგი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად სახალხო პარტიათა სამიტზე იყო მიწვეული. დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთ შეხვედრას დაესწრო. დღეს დილით კი უკვე გაიმართა საქმიანი საუზმე საგარეო საქმეთა
მინისტრებთან, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების
პერსპექტივები განიხილეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |