11:41 PM ქრისტიან-დემოკრატები დიპლომატებს შეხვდნენ | |
საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა დღეს დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს. ფრაქციის წევრები დიპლომატებს პარლამენტში შეხვდნენ და მათ გარკვეული შენიშვნები და ალტერნატიული წინადადებები გაუზიარეს. ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, მთავარია ყველა ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში შევა, განხორცილედეს. გიორგი თარგამაძის თანაგუნდელები საერთაშორისო დიპლომატების მხრიდან ყურადღების და მათი ინფორმირებულობის აუცილებლობაზე საუბრობენ. `ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ კარგი შუალედი ჩვენი პოლიტიკური სისტემის მონარქიზაციასა და ანარქიზაციას შორის. ეს არის ის რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც ჩვენ განხილვების დროს შევთავაზეთ უმრავლესობას და გვინდოდა სცოდნოდათ ჩვენს კოლეგებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან,`- განაცხადა გიორგი თარგამაძემ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |