მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » იმუნიზაციის პროგრამაში დარღვევები აღმოჩნდა
5:51 PM
იმუნიზაციის პროგრამაში დარღვევები აღმოჩნდა


საქართველოს კონტროლის პალატამ იმუნიზაციის პროგრამაში მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევა - 1,070,000 ლარის გაფლანგვა აღმოაჩინა.

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა იმუნიზაციის ვაქცინების შესასყიდად გამოყოფილი თანხები მომწოდებელი კომპანიის `ენ-ფარმის`ამონაგებს მოარგეს. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სახელმწიფო შესყიდვა იმგვარად დაიგეგმა და წარიმართა, რომ გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები მთლიანად მიმართულ იქნა კომპანიის ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ირკვევა, რომ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ სატენდერო წინადადებას გარკვეული პირები წინასწარ გაეცნენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან სწორედ ამ წინადადების სასარგებლო ოდენობის სახსრები გამოყვეს.  კვლევით ასევე დადგინა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ საჭირო მარაგზე ნაკლები, იაფფასიანი და მოკლე ვადით ვარგისი ვაქცინა შეიძინა, რითაც ხელოვნურად გაიზარდა ვაქცინის ღირებულება და `ენ-ფარმის`ამონაგები. ამ მაქცინაციებით კი სახელმწიფო ბიუჯეტი დაზარალდა.

2009 წლამდე იმუნიზაციის ვაქცინებს ქვეყანა დონორი ორგანიზაციებისგან იღებდა და მხოლოდ 2009 წელს დაიწყო სახელმწიფომ ვაქცინების შესყიდვა.




















კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1128 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar