მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » საქართველოს სარჩელის განხილვა ჰააგაში
1:34 PM
საქართველოს სარჩელის განხილვა ჰააგაში


ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის საჯარო განხილვა დაიწყება. პროცესი 17 სექტემრამდე გაგრძელდება. საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა სარჩელი და რუსეთი ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში დაადანაშაულა.

ქართული მხარის განცხადებით, დოკუმენტში მოყვანილი ყველა მტკიცებულება ნათლად ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგონში ეთნიკურ წმენდაზე.

დღეს სასამართლოს წინაშე რუსეთის წარმომადგენელი წარდგება. ხვალ კი საქართველოსი. ჰააგის სასამართლოზე ქართული მხარის უფლებებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი და უცხოელი ადვოკატები დაიცავენ.













კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1292 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar