მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » პრეზიდენტი ბაქოში ენერგოსამიტს ესწრება
1:16 PM
პრეზიდენტი ბაქოში ენერგოსამიტს ესწრება



სამი ქვეყნის ენერგოკორპორაციები ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ დღეს ბაქოში შეთანხმებას გააფორმებენ - აზერბაიჯნულ `სოკარს`, `საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას`, ასევე რუმინულ კომპანია `რუმგაზს` შორის თანამშრომლობა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის საქართველოზე გავლით რუმინეთში ტრანსპორტიებას გულისხმობს. ხელშეკრულებას დღეს ენერგოსამიტზე მოეწერება ხელი, რომელზე დასასწრებადაც საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტები გუშინ ჩავიდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ორივე მათგანს არაფორმალურ გარემოში შეხვდა. მოგვიანებით, პირისპირ საუბარი შედგა აზაერბაიჯანისა და საქართველოს პრეზინდენტებს შორის, რასაც მეგობრული ვახშამი მოჰყვა.

ვახშმის შემდეგ სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა ბაქოს სანაპიროზე ფეხით გაისეირნეს. დაათვალიერეს დედაქალაქში განახლებული შენობები. მიხეილ სააკაშვილსა და ტრაიან ბასესკუს ილჰამ ალიევი გიდობას პირადად უწევდა.














კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1106 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar