კორპორაცია
Microsoft-ის თანამშრომლებმა რედმონდში BlackBerry-ისა და iPhone-ის
დაკრძალვის სიმბოლური ცერემონიალი გამართეს. სამგლოვიაროდ შემოსილი
ადამიანებისგან შემდგარი პროცესია ამ აპარატების დიდ მაკეტებს მიასვენებდა.
სამგლოვიარო სვლაში კატაფალკებიც მონაწილეობდნენ.
სოფთგიგანტმა ამ
უცნაური საშუალებით თავისი ახალი, მობილურის ოპერაციულ სისტემა Windows
Phone 7-ზე მუშაობის დასრულება აღნიშნა. მისი პრეზენტაცია 11 ოქტომბერს
იგეგმება, ახალ პლატფორმაზე პირველი კომუნიკატორები კი ოქტომბრის ბოლოს
გამოჩნდება.
რედმონდში გამართული წარმოდგენა იმას მიანიშნებს, რომ
ოპერაციული სისტემა Windows Phone 7-ით აღჭურვილი ახალი აპარატების
გამოსვლა BlackBerry-სა და iPhone-ს იმქვეყნად გაისტუმრებს.
"მაიკროსოფტი"
თავის ახალ პლატფორმაზე დიდ იმედებს ამყარებს და ვარაუდობს, რომ ამჟამად
პოპულარულ BlackBerry OS, iOS და Android სესტემებს მნიშვნელოვან
კონკურენციას გაუწევს.