მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » ეკა ბესელია აქციის დაკავებული მონაწილეების საქმით დაინტერესებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს
9:52 PM
ეკა ბესელია აქციის დაკავებული მონაწილეების საქმით დაინტერესებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს



საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავებული აქციის მონაწილეების საქმით დაინტერესებას სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესელიამ განაცხადა, ითხოვს უფლებადამცავებმა შეისწავლონ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტები და რეაგირება მოახდინონ. მისივე შეფასებით, ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ლევან ჩიტაძისა და ლევან კოჭლოშვილის დაკავება კანონების და კონსტიტუციის უხეში დარღვევით განხორციელდა, პოლიციელთა უკანონო მოქმედება კი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სასამართლომ დაადასტურა.

ბესელია აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა დაკავების საფუძველი არ არსებობდა და ეს გავრცელებული კადრებიდანაც ჩანს. მისი თქმით, პოლიციელთა ყველა ასეთ მოქმედებას სასამართლოები ადასტურებენ, რაც სასამართლოებზე ხელისუფლების გავლენას მოწმობს.

ეკა ბესელიამ სასამართლო ასევე დაცვის უფლების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსამართლემ ჩიტაძის დასაცავად მისული ორი ადვოკატი ლევან ჩხაიძე და ზურაბ დიასამიძე პროცესზე არ დაუშვა. ამის მიზეზი კი ადვოკატებისთვის არ განუმარტავთ. ჩიტაძე დაცვის უფლების გარეშე არ დარჩენილა, მის ინტერესებს ლიკა წიკლაური იცავდა, თუმცა ბესელიას განმარტებით, პატიმარს იმდენი ადვოკატის ყოლა შეუძლია, რამდენსაც ისურვებს. ბესელია აპროტესტებს იმასაც, რომ პოლიციელებმა ჩიტაძესა და კოჭლოშვილს დაკავების დროს დაკავების საფუძველი არ განუმარტეს.

ლევან ჩიტაძესა და ლევან კოჭლოშვილს გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა დარასელიამ ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ისინი ავლაბრის რეზიდენციასთან აქციაზე ადმინისტრაციული დარღვევისთვის დააკავეს.
















კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1366 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar