მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » ძეგლების დემონტაჟის და ქუჩების გადარქმევის შესახებ
9:02 PM
ძეგლების დემონტაჟის და ქუჩების გადარქმევის შესახებ

Пойми, такой странный,
Мы все одной саванны,
Только ты верил
Другим шаманам.

- Мумий Троль -

ამ თემაზე დაწერას დიდი ხნის წინ ვაპირებდი, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნიs ცხოვრებაში


ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა როგორიც ქალაქ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟია. დიდი ხანია არ მინახავს იმ დღეებში ამ მოვლენით გამოწვეული ასეთი აჟიტიოტაჟი. თუმცა, მაშინ ამ თემაზე ჩემს გარეშეც ბევრი ილაპარაკეს, მეც უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გამომიჩნდა (მაგალითად მეგობრებთან გართობა) და მეც შევეშვი. თუმცა, გავიდა თვეები და ჩვენი საზოგადოება კვლავ ანალოგიურ თემას შეეხო, საუბარი რა თქმა უნდა ერთი ორი კვირის წინ ჯორჯ ბუშის ქუჩასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე მაქვს.

საერთოდ, როგორც ჩანს ქართველებს ქუჩების ამბავი ძალიან გვაღელვებს, რამდენიმე წლის წინ მახსოვს რამდენიმე გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი იმაზე საუბრობდა რომ აუცილებელია რუსული გადმონაშთების მოსპობა და მაგალითად პუშკინის ქუჩის გადარქმევა – ალტერნატივად ერთ-ერთ ასეთს სერვანტესის სახელი ესახებოდა. არ ვიცი რამდენად კარგად იცნობს სერვანტესის შემოქმედებას ეს ადამიანი, მაგრამ მეეჭვება რომ ლიტერატურის მოყვარულს პუშკინი მაინცდამაინც პუტინის მემკვიდრედ ან დესპოტად ესახებოდეს.

სანამ ჯორჯ ბუშის თემას დავუბრუნდებოდეთ მოდით სტალინიც ვახსენოთ. რამდენიმე დღის წინ ერთ ერთ ბლოგზე ნანახმა სურათმა ახალი გორი დამანახა, უფრო სწორედ გორის ცენტრალური მოედანი, პოსტის ავტორი იმაზე საუბრობდა რომ ადრე ამ მოედანს სტალინის სახელი ერქვა, ახლა კი სახელი სულ არ გააჩნია, მას უბრალოდ მოედანს ეძახიან. ისე საინტერესოა, როგორ შეიცვალა ხალხის ცხოვრება ამ მოვლენის შემდგომ, წარმომიდგენია, რომ ეს ძეგლი მხოლოდ დესპოტი სტალინის ძეგლი კი არა, არამედ მაგალითისათვის პაემნის, ე.წ "სტრელის” ან "საბირჟაო” ადგილი იყო, სხვანაირად რომ ვთქვათ ძეგლი ქალაქის ნაწილს წარმოადგენდა. დარწმუნებული ვარ, მანდ მცხოვრებთაგან ცოტა თუ განიხილავდა ამ ძეგლს როგორც სიმბოლოს, ვფიქრობ რომ ეს უფრო ორიენტირი იყო მანდ მცხოვრებთათვის. მაგალითისათვის, თბილისში რომ ბეჭდავენ განცხადებას "გაზეთის გამოსვლის მესამე დღეს შევხვდეთ მეტრო რუსთაველთან.” ანალოგიურად გორში პაემანს სტალინის ძეგლთან დაუნიშნავდნენ. ახლა კი ეს ორიენტირი აღარაა, ხალხსაც პაემნებისთვის სხვა ადგილების პოვნა სჭირდებათ.


ახლა კი ბუშზე გავაგრძელოთ, პირდაპირ ვიტყვი რომ ასეთი ქუჩის მოწინაამდეგე ვარ, მაგრამ არც იმ საპროტესტო ფორმას ვემხრობი რომელსაც ორიოდე კვირის წინ ჰქონდა ადგილი, უფრო სწორედ ასეთი ქმედების ეფექტურობის არ მჯერა და მისი მონაწილეების მიკვირს, არამგონია მათ არ სცოდნოდათ რომ ასეთ ქმედებას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა, შესაბამისად ისმის კითხვა "რისთვის გააკეთეს ეს?” ან შეიძლებოდა თუ არა აქცენტის არა ბუშის უიტმენით სახელის შეცვლაზე არამედ იმაზე გაკეთებულიყო, რომ ბუში იგივე სტალინია, თანამედროვე სტალინი და მამრავლთა გადანაცვლებით ჯამი (ან რამე მაგდაგვარი) არ იცვლება?

მართლა საინტერესოა, ჩვენი ქართველების არაგულგრილი დამოკიდებულება ამ სიმბოლიკის მიმართ და არ აქვს მნიშვნელობა ეს ძეგლი იქნება თუ ქუჩა, ჩვენი ისტორიის განმავლობაში იმის და მიხედვით თუ ვის ვემხრობოდით ქუჩებს ხან კიროვის, ხან ლენინის, ხან ბუშის, ხან კი კაჩინსკის სახელებს ვარქმევდით, არადა ხომ ნათქვამია "დრონი მეფობენ და არა მეფენიო.” არ ვიცი ჭორი იყო თუ მართლა არსებობდა ასეთი ინიციატივა – თითქოს მოსკოვის გამზირი კიევის გამზირად უნდა გადაერქმიათ, მაგრამ მაშინ გამეღიმა. მე მაინც მგონია რომ ამგვარი ტენდენცია ჩვენს პროვინციალურ აზროვნებაზე და "ვინმეზე” დამოკიდებულებაზე მიუნიშნებს, ამიტომაც ძეგლების დემონტაჟით ან ქუჩების სახელების შეცვლით (მაგალითად კიროვის ბუშზე, ან კაჩინსკიზე და არა ბუშის უიტმენზე) შინაარსი არ იცვლება და არ შეიცვლება იმ მომენტამდე სანამ ჩვენი აზროვნება უცვლელი და არაფლექსიბილურია.

არადა, ხომ არსებობს ქუჩების ნორმალური და ყოვლად არა გამაღიზიანებელი სახელები, "საქანელას,” "ზიგზაგის” და ა.შ. მემგონი არც ისე ცუდი იდეაა ასეთების მომრავლება, თან დღევანდელი სამყარო ისე სწრაფად ვითარდება რომ ქუჩების სახელების პერნამენტული ცვლა ჯერ ერთი დამატებითი ხარჯია და მეორე ხალხს სხვა თუ არაფერი უბრალოდ აბნევს.
















კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1422 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar