ბრიტანეთის სამხედრო პოლიცია შიშობს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები ავღანეთიდან ჰეროინის კონტრაბანდით არიან დაკავებულნი.
ბრიტანეთის
თავდაცვის სამინისტრო გადაუმოწმებელ ინფორმაციას ფლობს იმის თაობაზე, რომ
სამხედროები სამხედრო ავიაციას ავღანეთიდან ნარკოტიკების ექსპორტისთვის
იყენებენ. ამის გამო ხელისუფლებამ ყანდარის აეროპორტსა და სამხედრო
ბანაკებში კონტროლი გააძლიერა.
"მიუხედავად იმისა, რომ მიღებული
ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები არ გვაქვს, მას მაინც ძალიან
სერიოზულად მოვეკიდეთ. ჩვენ ამ კუთხით ავღანეთშიც და ბრიტანეთშიც კონტროლი
გავაძლიერეთ. ყოველი ჯარისკაცი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდასთან
იქნება დაკავშირებული, სასამართლოს წინაშე წარსდგება", - განაცხადა
თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა.