მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » `ნიუ-იორკ ტაიმსი` ბათუმის შესახებ / Glamour Revives Port of Batumi
1:49 PM
`ნიუ-იორკ ტაიმსი` ბათუმის შესახებ / Glamour Revives Port of Batumi




`ფრანს პრესის` შემდეგ ვრცელი სტატია აჭარის რეგიონის შესახებ `ნიუ-იორკ ტაიმსშიც` გამოქვეყნდა. ავტორი დინა სპრიცერი მკითხველს განახლებული ბათუმის ყველა ღირსშესანიშნაობას აცნობს.

`ერთ დროს მოძველებულ საკურორტო ქალაქში, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 12 მილის დაშორებით მდებარეობს, ბოლო წლების განმავლობაში არა მარტო წყალმომარაგება და ელექტროსისტემა მოწესრიგდა, არამედ ბევრ ძველ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, დასრულდა სანაპიროს გაფართოების პროექტიც, რომელიც მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურაში ჩადებული 103-მილიონიანი ინვესტიციის ნაწილია,` - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში გახსნილ სასტუმროებზე, რესტორნებზე, კაფეებსა და ღამის კლუბებზეც ამახვილებს ყურადღებას. სტატიაში საუბარია ასევე კერძო ინვესტორების გეგმაზეც, რომელიც ბათუმში ოქროს ქვიშის იმპორტს ითვალისწინებს.

სტატიის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://travel.nytimes.com/2010/09/12/travel/12next.html?ref=travel_and_vacations%60























კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1171 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar