მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » Toto / ტოტო
12:22 PM
Toto / ტოტო



საქართველოს ლატარიის კომპანია საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს ეროვნული ლატარიის თამაშს – ტოტო. ყოველი გათამაშებისთვის კომპანია წინასწარ აქვეყნებს 14 საფეხბურთო მატჩის სიას, რომელთა შედეგის პროგნოზირებით შევსებული ბილეთი მონაწილეობას მიიღებს კონკრეტულ გათამაშებაში. გათამაშების პროგრამა იწყება დათქმულ დღეს/დღეებში 17:00 საათზე და სრულდება მომდევნო დღის 24:00 საათზე.

შერჩევის ბარათის საშუალებით მომხმარებელი ირჩევს თოთხმეტივე მატჩისთვის სასურველ შედეგს. გათამაშების შედეგად ჩაითვლება საფეხბურთო მატჩის მხოლოდ ძირითადი დროის (90 წუთი) რეზულტატი, შესაბამისად, დამატებითი დროის და პენალტების სერიის შედეგები არ იქნება გათვალისწინებული გათამაშებაში. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთის ფედერაციის და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით გათამაშების პროგრამის რომელიმე მატჩის შედეგი შეიცვლება, ეს არ აისახება ტოტოს საბოლოო შედეგზე. აგრეთვე, ის საფეხბურთო შეხვედრა, რომლის შესახებაც კომპანია განაცხადებს, რომ არ იღებს ფსონებს, ან რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გადაიდება, გაუქმდება ან არ ჩატარდება, მაგრამ მაინც აღმოჩნდება გათამაშების პროგრამის სიაში, არ ჩაითვლება როგორც გათამაშების პროგრამაში მონაწილე მატჩი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თუ გათამაშების პროგრამაში მონაწილე რომელიმე შეხვედრა უამინდობის გამო მსაჯის გადაწყვეტილებით არ ჩატარდება, ან დროზე ადრე შეწყდება, ამ მატჩის შედეგი ჩაითვლება ფრედ. კომპანია იტოვებს უფლებას, განაცხადოს, რომ კონკრეტული გათამაშების პროგრამისთვის არ იღებს ფსონებს, ასეთ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, დაუბრუნოს მომხმარებელს ბილეთის შესაძენად გადახდილი თანხა.

სტანდარტული შერჩევის ბარათის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში მითითებული თითოეული მატჩისთვის მხოლოდ ერთი შედეგის შერჩევა: მასპინძელი გუნდის მოგება (1), ფრე (X) ან სტუმარი გუნდის მოგება (2). პროგრამაში მითითებული მატჩების ნომრები შეესაბამება შერჩევის ბარათზე მითითებულ ნომრებს. შესაბამისი პროგრამა შეგიძლიათ მოიკითხოთ ტოტოს გაყიდვის ობიექტებში.

გათამაშებაში მონაწილე ოფიციალური ბილეთების დაბეჭდვა წარმოებს ელექტრონულად, სავაჭრო ტერმინალების მეშვეობით. ბილეთის ღირებულებაა 2 ლარი.

ბილეთი მოგებულია, თუ კომპანიის მიერ კონკრეტული გათამაშების პროგრამის საფეხბურთო მატჩების შედეგები დაემთხვევა მომხმარებლის მიერ შერჩეულ შედეგებს. კომპანიის წესების მიხედვით არსებობს 4 საპრიზო კატეგორია:

I კატეგორია (ჯეკპოტი): 14 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
II კატეგორია: 13 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
III კატეგორია: 12 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
IV კატეგორია: 11 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა.


კომპანია საფეხბურთო მატჩის შედეგებს გამოაქვეყნებს გათამაშების პროგრამის დასრულებისთანავე, ხოლო მოგებული ბილეთების რაოდენობისა და ბილეთზე მოგებული თანხის ოდენობას კომპანია გამოაცხადებს გათამაშების პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადისა. ზემოაღნიშნული მონაცემები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტოტოს გაყიდვის პუნქტებში.

ნებისმიერი მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია გათამაშების მომდევნო დღიდან 60 დღის განმავლობაში. მოგება გაიცემა სს "ლიბერთი ბანკის” სერვისცენტრებსა და ფილიალებში წარდგენილი მოგებული ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

ტოტო პლუსი
შერჩევის ბარათის შევსებისას მომხმარებელს შეუძლია ერთი მატჩისათვის შეარჩიოს ორმაგი ფსონი (2 რეზულტატის შერჩევა: 1X; 12; X2) ან სამმაგი ფსონი (3 რეზულტატის შერჩევა 1X2). სამმაგი ფსონის შერჩევისას შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მატჩისთვის ორმაგი ფსონის დადება. მაგალითად, 2 მატჩისთვის სამმაგი ფსონის არჩევის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ გარკვეული რაოდენობის (0-დან 4-ის ჩათვლით) მატჩის ორმაგი ფსონი (იხ. ცხრილის I და II სვეტი). ბილეთის ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი კომბინაციების რაოდენობის მიხედვით, რაც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ზემოაღნიშნული თამაშის წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მატჩზე რაიმე შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი და გამოქვეყნებული რეგლამენტით.






















კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1521 | დაამატა: allfile | ტეგები: Toto, ტოტო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar