მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » ამერიკელი ჯარისკაცები მოკლული ავღანელების ძვლებსა და კბილებს ალაფად იტოვებდნენ
11:30 AM
ამერიკელი ჯარისკაცები მოკლული ავღანელების ძვლებსა და კბილებს ალაფად იტოვებდნენ



ახლახან გამოქვეყნებული სამხედრო დოკუმენტების თანახმად, ამერიკელ ჯარისკაცთა ერთი ფგუფი ავღანეთის მშვიდობიან მოქალაქეებს უსწორდებოდა, მათ ძვლებსა და კბილებს კი ალაფის სახით იტოვებდა. დამნაშავეები, რომლებიც ნარკოტიკებსაც მოიხმარდნენ, მათი სისასტიკის თვითმხილველ თანამებრძოლებს ხმის ამოღებას უკრძალავდნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

აშშ-ის არმიის დოკუმენტებიდან ცხადი ხდება, რომ ხუთმა ჯარისკაცმა ამ წლის იანვარში, თებერვალსა და მაისში რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინა. კიდევ 7 სამხედროს დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი. პენტაგონის წარმომადგენლის მაიორ კეტლინ ტერნერის თქმით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯარისკაცების საქმეზე წინასწარი ძიება დაწყებულია და ჯერჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მათ პროკურორები ბრალს.

ეჭვმიტანილი ჯარისკაცები არმიის მე-5 ბრიგადა ”სტრაიკერში” მსახურობდნენ, რომელიც ავღანეთში იყო დისლოცირებული და პროვინცია კანდაგარში მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდა. სამხედრო უწყების დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უფროსი სერჟანტი კალვინ გიბსი, კაპრალი ჯერემი მორლოკი, რიგითი ენდრიუ ჰოლმსი, სპეციალისტები მაიკლ უეგნონი და ადამ უინდფილდი სამი მშვიდობიანი ავღანელის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი.

დოკუმენტების თანახმად, სერჟანტი გიბსი მოკლული ავღანელების თითებს, ძვლებსა და კბილებს სახსოვროდ ინახავდა. სხვა ჯარისკაცებს დაღუპულ ავღანელთა გვამების დანაწევრება და მათი ფოტოგრაფირება, ასევე დანაშაულის დაფარვის მიზნით თანამებრძოლების დაშინება ბრალდებათ.

გამომძიებლები ასევე იკვლევენ ინფორმაციას, რომლის თანახმად ამერიკელი ოფიცრები ფიზიკურად უსწორდებოდნენ წოდებით უმცროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების ფაქტების შესახებ მეთაურობის ინფორმირებას აპირებდნენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.








კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1138 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar