მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » სააკაშვილმა ადგილობრივებს საირმის განახლების პირობა მისცა
11:11 AM
სააკაშვილმა ადგილობრივებს საირმის განახლების პირობა მისცა


მომავალ წელს, ტურისტებს საირმე სრულიად შეცვლილი დახვდებათ, - ეს პირობა საქართველოს პრეზინდეტმა კურორტზე მყოფ დამსვენებლებსა და ადგილორივ მოსალხოებას მისცა.

მათგან მიხეილ სააკაშვილმა რეკომენდაციები მოისმინა და აზრი ბავშვებთაც კი კითხა. პრეზინდეტის თქმით, სანატორიუმების რეკონსტრუქცია ეტაპობრივად უნდა მოხდეს, სრულად შეიცვალოს ინფრასტრუქტურა, ასევე უნდა გაკეთდეს სასმელი წყლის ქსელი, რომელიც საირმეში ამჟამად პრაქტიკულად არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილმა ის ჯიხურებიც მოინახულა, საიდანაც მოსახლეობა მინერალურ წყალს იღებს და მათი ახალი თანამედროვე კონსტუქციებით შეცვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

კონკრეტული დავალებები პრეზინდეტმა ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრსა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მისცა. გადაწყდა, რომ საირმეში მალე დაიდგმება ქუჩის განათებები, ასევე დაგეგმილია ადგილორივი მოსახლოებისთვის სახლების შეკეთებაც.

რეგიონში უკვე დასრულებულია ბაღდათი-საირმის მიმართულებით 26-კილომეტრიანი გზის მშენებელობა, რომლისთვისაც 5,5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

საირმედან წამოსვლის წინ, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლოებასთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღო.










კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1122 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar