მთავარი » 2010 » სექტემბერი » 9 » ახალი მობილური Nokia X3 Touch and Type
1:54 PM
ახალი მობილური Nokia X3 Touch and Type

ახალი მობილური Nokia X3 Touch and Type
  
  ფინურმა კორპორაცია Nokia-მ მოდელი X3 Touch and Type გამოუშვა. ეს ფირმის პირველი მობილური ტელეფონია, რომელიც ერთდროულად სენსორული ეკრანითა და სტანდარტული 12-ღილაკიანი კლავიატურითაა აღჭურვილი.
ახალი აპარატი 3G და Wi-Fi მოდულებით, ასევე რადიომიმღებით არის წარმოდგენელი და აღჭურვილია ხუთმეგაპიქსელიანი, ოთხმაგი ციფრული ზუმიანი კამერით, რომელიც ვიდეოს გადაღების საშუალებასაც იძლევა. აპარატს 16-გიგაბაიტიანი მახსოვრობის ბარათი ერთვის. ცალკე შეიძლება დინამიკების Nokia Mini Speaker MD-11 შეძენა, რომელიც ტელეფონს უერთდება.
მობილურს 2,4-დიუმიანი ეკრანი აქვს. მისი სისქე 9,6 მმ, მასა კი 78 გრამს შეადგენს. ბატარეა 5-საათიან საუბარს ჰყოფნის, ლოდინის რეჟიმში კი ის 17 დღის გამნმავლობაში ძლებს. აპარატი ხუთ ფერშია წარმოდგენილი.
Nokia X3 Touch and Type დახლებზე 2010 წლის მესამე კვარტალში გამოჩნდება და მისი ფასი დაახლოებით 125 ევრო იქნება.














კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1120 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar