მთავარი » 2010 » სექტემბერი » 9 » რუსეთი გაეროს გენ. ასამბლეის რეზოლუციის შესახებ
11:36 AM
რუსეთი გაეროს გენ. ასამბლეის რეზოლუციის შესახებ


მოსკოვი თბილისს ტენდენციურობაში ადანაშაულებს და საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას კონტრ-პროდუქტიულს უწოდებს. ასე აფასებს რუსეთის საგარეო უწყება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციას, რომელიც საქართველის ხელისუფლების მიერ იყო ინიცირებული.

საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, რეზოლუციის ავტორებს სინამდვილეში საერთოდ არ აღელვებთ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და მაღალი ჰუმანიტარული მიზნები, თავად დოკუმენტი კი არანაირად არ უწყობს ხელს პრობლემის მოგვარებას.

იქვე აღნიშნულია, რომ რეზოლუცია კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის შეთხზული და არ ასახავს რეგიონში შექმნილ ვითარებას.

`ვითარება კი იმგვარია, რომ რეგიონში კი უკვე ორი წელია არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - აფხაზეთი დ სამხრეთ ოსეთი და ამასთან შეგუება საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც მის საგარეო მფარველებს, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ,` ირწმუნება ლავროვის უწყება.

რეზოლუცია გაერომ ხმათა უმრავლესობით სამწლიანი პაუზის შემდეგ გუშინ მიიღო.  დოკუმენტით განისაზღვრა, რომ დევნილებს უფლება აქვთ დაუბრუნონ საკუთრება, რომელიც მათ იძულებით დაატოვებინეს.









კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1097 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar