10:02 PM სააკაშვილი გაეროს რეზოლუციის შესახებ | |
ორმოცდაათი ჩვიდმეტი ხმის წინააღმდეგ - საქართველოს მიერ გაეროში ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსს შეეხება, მიღებულია. რეზოლუციის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. `ძალიან დიდი დიპლომატიური ბრძოლა გამართა რუსეთმა, იმ დონეზე, რომ პუტინმა მედვედევს ორ-ორჯერ დაარეკინა რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერთან, მარტო მე რაც ვიცი. მიდიოდა სხვადასხვა ქვეყნის პირდაპირი შანტაჟი, იყო სხვადასხვა მექანიზმით მოსყიდვის მცდელობა. მაგრამ შედეგი აშკარაა. `ამჯერად რუსეთს, წინა წლებისგან განსხვავებით, მხარი დაუჭირა ინდოეთმა, თუმცა მხარდამჭერებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყანა დაკარგა და საქართველომ რამდენიმე ახალი მხარდამჭერი შეიძინა. `რეალურად ეს არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. რუსეთი ეწინააღმდეგება რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები უნდა დაბრუნდნენ იმ სახლებში, სადაც დაიბადნენ, დაიბრუნონ საკუთარი ქონება, თავიანთი შვილები გაუშვან იმ სკოლებში, სადაც თვითონ დადიოდნენ, ერთი სიტყვით, აღიდგინო თავიანთი უმთავრესი უფლება საკუთარ წარმოშობის ადგილზე, საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ სახლზე, საკუთარ ტერიტორიაზე. `სწორედ ამას უწევს რუსეთი სამკვდრო-სასიცოცხლო წინააღმდეგობას და არის მთლიანად ბოროტების მხარეზე. მაგრამ ბედნიერება ის არის, რომ ამ შემთხვევაში, სიკეთემ პატარა, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა იმ გაგებით, რომ ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა საქართველოს. `ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. საქმე გვაქვს ბოროტებასთან. საქართველოს მხარეზე არის სიკეთე და ამ სიკეთის განადგურებას ცდილობს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება. `ჩვენი საბოლოო გამარჯვება იქნება, როცა ოკუპანტები დატოვებენ ჩვენს
ტერიტორიას და ჩვენი ხალხი დაიბრუნებს თავის სახლებსა და სამშობლოს. ეს
იქნება საბოლოო გამარჯვება, მაგრამ ამ გამარჯვებამდე კიდევ ბევრი
დიპლომატიური ბრძოლა გვაქვს გასამართი იმ რესურსებით, რომლებიც გაგვაჩნია,`
- განაცხადა სააკაშვილმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |