მთავარი » 2010 სექტემბერი 8 » ინფორმაცია ქალაქ ბათუმის შესახებ
9:40 PM ინფორმაცია ქალაქ ბათუმის შესახებ | |
![]() უძველეს წარსულში ამ ადგილას წარმოქმნილი ქალაქი, ქსენოფონტესა და აპოლონ როდოსელის მონაცემებით, კარგად იყო ცნობილი ანტიკური მსოფლიოსათვის. ძველად ახლანდელი ბათუმის ტერიტორია და მასთან ახლოს მდებარე რაიონები იყო ლეგენდარული კოლხიდის ნაწილი, რომლის სახელი ცნობილი იყო უძველეს ახლო აღმოსავლეთისა და ეგეოსის კულტურაში. ![]() 1878 წლის 25 აგვისტოს ქალაქი ბათუმი აჭარასთან ერთად დაუბრუნდა დედასამშობლო-საქართველოს. XIX საუკუნის ბოლოს ბათუმში წარმატებით ვითარდებოდა ვაჭრობა და წარმოება. 1883 წელს ბათუმი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისსა და ბაქოს. ამ პერიოდში ბათუმს ჰქონდა პორტოფრანკოს სტატუსი. 1885 წელს დასრულდა ბათუმის ნავსადგურის რეკონსტრუქცია. აშენდა იმ დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაბრიკები და ქარხნები. ![]() ქალაქის პირველი მერი იყო კ. გავროვსკი. დღესდღეობით ბათუმის ტერიტორია არის 1775,9 ჰექტარი, ხოლო მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს მიახლოებით 138 ათას ადამიანს. ქალაქი არის აჭარის - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის დედაქალაქი. აქ ჰარმონიულად არის შერწყმული შესანიშნავი კლიმატური პირობები, ლამაზი ბუნება და უნიკალური კულტურული ღირშესანიშნაობები. ![]() ბათუმის ნავსადგური არის საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე და მის სტაბილურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული არა მარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს კეთილდღეობა. ![]() და მართლაც, ბათუმის უბე არის ერთერთი ყველაზე ღრმაწყლიანი შავ ზღვაზე. ბათუმი და მისი ნავსადგური ერთმანეთისაგან განუყოფელი მცნებაა. ნავსადგური უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ქალაქის ცხოვრებით. იგი ღებულობს აქტიურ მონაწილეობას ქალაქის განახლების ყოველ პროცესში და არის მისი მთავარი სპონსორი მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სოციალური საკითხების პროგრამებში. ბათუმი საქართველოს საზღვაო დედაქალაქია. მასალის წყარო: http://www.batumiport.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |