მთავარი » 2010 » სექტემბერი » 2 » ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
7:46 PM
ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ


დავით მამარდაშვილს და ზვიად კიკვაძეს სასამართლომ აღმკვეთი ღონსიძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოში დღეს განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებულებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

მამარდაშვილსა და კიკვაძეს 2008 წელს სპორტული ინვენტარის შეძენისას 600 ლარის ოდენობის თანხის გაფლანგვაში ედებათ ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ფულადი ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.










კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1325 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar