მთავარი » 2010 » მარტი » 27 » ზურაბ ნოღაიდელი საკუთარ აქტივისტებს ხელფასს არ უხდის
0:05 AM
ზურაბ ნოღაიდელი საკუთარ აქტივისტებს ხელფასს არ უხდის

ზურაბ ნოღაიდელი საკუთარ აქტივისტებს ხელფასს არ უხდის.ყოფილ ჩინოვნიკს რომელსაც თავის დროზე ხელფასი,1 მილიონი ლარიც კი ჰქონდა, თანამშრომლებს  უარს 150 ლარის გადახდაზე ეუბნება. 3 თვის სახელფასო დავალიანების მოთხოვნით პარტიის თანამშრომლები  დღეს ნოღაიდელის გლდანი ნაძალადევის ოფისთან შეიკრიბნენ.

ნოღაიდელის ოფისთან ყველაზე მეტად ის ადამიანები აქტიურობდნენ,  ვინც ,,მოძრაობამ  სამართლიანი საქართველოსთვის"  პროექტ ,,კარდაკარში" მონაწილეობისთვის დაიქირავა.  საარჩევნო სიების მონიტორინგის მიზნით ისინი სხვადასხვა უბნებში დადიოდნენ და სოციალურ გამოკითხვას ატარებდნენ.

პარტიას, რომელსაც  არ ენდობიან, საკუთარი თანამშრომლების ნდობა თავადაც უჭირს. პარტიის ოფისის ხელმძღვანელის დათო გოგინაშვილის განცხადებით ,,კარდაკარის"  თანამშრომლებს ხელფასები მხოლოდ მას შემდეგ  დაურიგდებათ, რაც მათ მიერ შესრულებულ  სამუშაოს   კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ.

სიტყვიერი შეთანხმების თანახმად ,,კარდაკარის" თანამშრომლებს ნოღაიდელის პარტია  ყოველ 150 გამოკითხულ ოჯახზე 150 ლარს,  დამატებით  თითეულ გამოკითხულ ანკეტაზე კი 70 თეთრს დაპირდა. ფაქტი, რომ  დაპირებულ თანხას ვერ მიიღებდნენ  კარდაკარის თანამშრომლებმა  3 თვის შემდეგ შეიტყვეს, მაშინ, როდესაც სამუშაოს ჩაბარების დრო დადგა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ,,ბიჯეტიდან" სიების მონიტორინგისთვის პროექტ „კარდაკარის" ფარგლებში  ოპოზიციურ  პარტიებს  100 ათასი ლარი გამოეყოთ. თანხა ბევრად აღემატება იმ რაოდენობას, რაც  30 მდე აქტივისტის სახელფასო დავალიანების დასაფარად არის საჭირო .

„კარდაკარის" მონაწილეებმა საკუთარი შრომის საფასურის მოთხოვნასთან ერთად  ღიად, იმ სირთულეებზეც ისაუბრეს, რაც მათ სოციალური გამოკითხვების დროს  ექმნებოდათ. მათი თქმით მოსახლეობა ზურაბ ნოღაიდელის პარტიის სახელით მისულ გამომიკითხველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ  ხშირად კარსაც არ უღებდნენ.

ამ ქალბატონებს ზურაბ ნოღაიდელი სოციალური გამოკითხვების გარდა მის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე დასწრებასაც აიძულებდა. აქტივისტების თქმით პარტიის ხელმძღვანელობამ   მათ ჭადრაკის სასახლეში მისასვლელად ტრანსპორტის ფული  40 -40 თეთრიც  კი დაურიგა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნოღაიდელმა აქციის მონაწილეებს პროვოკატორები და მოგზავნილები არ უწოდა. მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელობამ,  აღიარა რომ დარღვევას ადგილი ჰქონდა და რომ მათ საკუთარი თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. 










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1199 | დაამატა: allfile | ტეგები: პროვოკატორი, ნინო ბურჯანაძე, მოძრაობა, ხელფასი, აქტივისტი, პროვოკატორები, ზურაბ ნოღაიდელი, სამართლიანი საქართველოსთვის“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar