მთავარი » 2010 » მარტი » 11 » სიმსივნის ზრდის კლინიკურ-პათოლოგიური გამოვლინება
1:14 PM
სიმსივნის ზრდის კლინიკურ-პათოლოგიური გამოვლინება




როგორც ვიცით, სიმსივნის ადრეულ სტადიაში კლინიკური გამოვლინება ძალზედ იშვიათია.
ბოლო წლებში ეკონომუკირად განვითარებულ ქვეყნებში ქალთა უმრავლესობის გამოკვლევამ, შესაბამისი ონკოლოგიური პროგრამის სკრინინგის მიხედვით, დააზუსტა საშვილოსნოს ყელის და სარძევე ჯირკვლების ადრეული კიბოს უსიმპტომო ფორმები. უმრავლეს შემთხვევაში სიმსივნური პროცესის მიმდინარეობის თანმხლებია
განსაზღვრული სიმპტომატიკა. დიდი მნიშვნელობა აქვს ავადობის აღრიცხვას, რომელიც ხელს უწყობს სწორ დიაგნოსტიკას და რადიკალურ ან სიმპტომატურ მკურნალობას, რაც ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას. მნიშვნელოვანი
კლინიკურ პათოლოგიური სიმსივნური პროცესის გამოვლინება შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად: ადგილობრივი ეფექტი, ჰემოსტაზის დარღვევა, მეტასტაზები, სისტემური ზემოქმედება მეტასტაზების გარეშე.
1. პირველადი სიმსივნური კვანძის ან პროცესის ადგილობრივი ზემოქმედება.
როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნე იკავებს გარკვეული
სივრცის მოცულობას, რომელსაც ართმევს ჯანმრთელ ქსოვილს, თუ ამ მოცულობის
დაკარგვა ხდება შემაერთებელი, ფიბროზული ან ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე,
ადგილობრივი მექანიკური ეფექტი უმნიშვნელოა. მზარდი სიმსივნის ხშირი
თანმხლებია მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევა. მაგალითად: თავის
ტვინის სიმსივნის დროს ხდება თავ-ზურგ-ტვინის სითხის სადინრის დაზიანება.
შემაერთებელ სივრცეში სიმსივნის ექსპანსიურმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს
ახლომდებარე სადინარების და არხების დაზიანება. თუ ახლადწარმონაქმნი
სიმსივნე იზრდება ეგზოფიტურად, შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვთა სტენოზი.
სიმსივნის დესტრუქციის შედეგმა ინვაზიური ზრდის დროს შეიძლება განავითაროს
ესა თუ ის ფუნქციონალური დარღვევები და სისხლდენები. ზოგიერთ ონკოლოგიურ
ავადმყოფებში სისხლდენა მრავალჯერადია, რამაც შეიძლება განავითროს
ჯირკვლოვან დეფიციტური ანემია. ამავდროულად სისხლჩაქცევები მაგალითად:
ჰიპოფიზს და ფარისებრ ჯირკვალში აჩქარებს ახლადგანვითარებადი სიმსივნის
მოცულობის ზრდას.
2. ჰემოსტაზის დარღვევა ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთ ფორმებში
სისხლდენის დონე არამდგრადია, ხოლო ენდოთელური სისხლძარღვები მიდრეკილია
დაზიანებისაკენ რაც თრომბოზის წინაპირობაა. უმრავლეს შემთხვევაში თრომბოზი
შეიძლება ფორმირდეს მაგისტრალურ ვენაში, დრენირებული პირველადი სიმსივნური
კვანძით, მაგალითად: თირკმელ-უჯრედოვანი კანცინორმა (ამ შემთხვევაში
თრომბი თირკმლის ვენიდან შეიძლება მოხდეს ქვემო ღრუ ვენაში),
განსხვავებული სიმპტომატიკა აღინიშნება მიგრირებული თრომბოფლებიტის დროს
(პოლითრომბოფლებიტი), როცა თრომბის უმრავლესობა, წარმოქმნილი პერიფერიულ
ვენაში შეწყობილია სიმსივნურ პროცესთან, მაგლითად: კუჭქვეშა ჯირკვლის
კარცინორმა. კიბოთი დაავადაებულ პირებს ექმნებათ თრომბოემბოლიის
განვითარების პირობა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქირურგიული ჩარევა არ
განხორციელებეულა, მაგრამ გადატანილი აქვთ მსგავსი თრომბოზი.
კოაგულაციური კომპონენტების გახანგრძლივებული ზრდა ახლად განვითარებული
ავთვისებიანი სიმსივნის პროდუქტით, იწვევს ამ კომპონენტების განლევას და
ქრონიკული დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის
ფორმირებას. ასეთი პროცესი შეიძლება განვითარდეს ლეიკემიის დროს,
თრომბოციტოპენიის თანდართვით, რომელიც განპირობებულია ძვლის ტვინის
დიფერენციალური მეგაკარიოციტების დარღვევით. გარდა ამისა ავთვისებიან
სიმსივნეებს ახასიათებთ დაზიანებულ ორგანოებში ეროზიულ დესტრუქციული ზრდა.
მაგალითად: მელენა (განავალში სისხლი) და ჰემატურია ითვლება, როგორც
ნაწლავების ასევე შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთ
მნიშვნელოვან სიმპტომად.
3. მეტასტაზები ავთვიესბიანი სიმსივნის უმრავლესობას ახასიათბს
მეტასტაზირება. იგი შეიძლება დაიწყოს მაშინ, როცა პირველადი სიმსივნური
კვანძის დიამეტრი აღწევს 1სმ-ს და მასა დაახლოებით 10-9 უჯრედს.
მიუხედავდ იმისა, რომ სიმსივნეს ახასიათებს ზრდა და ინვაზია, გამონაკლისს
წარმოადგენს ავთვისებიანი გლიომა (თავის ტვინის) და კანის
ბაზალურ-უჯრედოვანი კარცინომა. რაც მეტი აგრესიით, ზრდის სიჩქარით და
მოცულობით გამოირჩევა პირველადი სიმსივნური კვანძი, მით მეტია
მეტასტაზების განვითარების შესაძლებლობა. აუცილებელია გვახსოვდეს
გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად: მაღალ დიფერენცირებული ნელა მზარდი
ავთვისებიანი სიმსივნე ზოგჯერ მეტასტაზირებს მრავალ ორგანოში (მრავლობითი
კვანძებით), ხოლო შედარებით აქტიურად მზარდი სიმსივნე მეტასტაზირებს
წლების მანძილზე პირველადი კვანძის ფარგლებში.
დაახლოებით 30%-ში ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლლინება მიმდინარეობს
მეტასტაზებით. მისი არსებობა პირველად სიმსივნესთან შეადრებით
შემოიფარგლება მკურნალობის ეფექტით და უმრავლეს შემთხვევაში იწვევს
ავადმყოფის სიკვდილს.
კარცინომის მეტასტაზირება ძირითადად იწყება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში,
შემდეგ გრძელდება მათგან დაშორებით და ბოლოს მეტასტაზები ვრცელდება
ჰემატოგენური გზით – ღვიძლში, ფილტვებში, ძვლის ტვინში, თავის ტვინში და
ა.შ.
მოლეკულური მექანიზმების გარდა მეტასტაზების ანატომიური მდებარეობა
კარცინომის და სარკომის დროს დამოკიდებულია სისხლის და ლიმფის სადრენაჟო
სისტემის აგებულებაზე. კარცინომა ლიმფური გზით, რომელიც მდიდარია ლიმფური
ძარღვებით (სარძევე ჯირკვალი, ნაწლავები და სხვ.), ხოლო სიმსივნე
მეტასტაზირებს ჰემოტოგენური გზით ისეთ ორგანოებში, რომელიც ღარიბია
ლიმფური ძარღვებით ( ღვიძლი, თირკმელი). ფილტვის სიმსივნე მეტასტაზირებს
როგორც ლიმფოგენური, ისე ჰემატოგენური გზით. როგორც წესი, სარკომა
ვითარდება ისეთ ორგანოებში, რომელიც ღარიბია ლიმფური ძარღვებით (ძვლები,
კუნთები და ა.შ.) და მეტასტაზირებს უშუალოდ ჰემატოგენური გზით, მაგრამ
საშვილოსნოში ლოკალიზაციის დროს მეტასტაზების განვითარება შეიძლება
დაიწყოს ლიმფოგენური გზით. მეტასტაზები იშვიათია ელენთაში, მიოკარდიუმში.
4. სისტემური არამეტასტაზირებული მოქმედება. ყველა ზემოთ ხსენებული
ავთვისებიანი სიმსივნის გართულება სისტემური ხასიათისაა: ჯირკვლოვან
დეფიციტური ანემია, ანორექსია. ყოველივე ეს იწვევს სხეულის მასის
დაკარგვას, ვიტანიმების უკმარისობას, მოძრაობის შეფერხებას, რაც ძვლებში
ჩა-ს დაკარგვით არის გამოწვეული. არსებობს სისტემური ზემოქმედება, რომელიც
არ უკავშირდება აღნიშნულ გართულებებს, მათ მიეკუთვნება: კიბოსმიერი
კახექსია და პარანეოპლასტიკური სინდრომი (ჰიპერკალციემია, ენდოკრინოპათია
და სხვ.)
კიბოსმიერი კახექსია გამოვლინდება სხეულის მასის დაკარგვით. კახექსიის
განვითარების მედიატორად მიჩნეულია სიმსივნის დანეკროზების L ფაქტორი. ის
გამომუშავდება გარკვეულ სტადიაში არა მარტო მიკროფაგბით, არამედ სიმსივნის
უჯრედების პროგრესირებით. მათთან ერთად მედიატორული მოქმედება ახასიათებს
ციტოკინებს ინტერლეიკინ-1 და ყ-ინტერფერონს. კახექსიის დროს აღინიშნება
ავადმყოფის უეცარი სისუსტე, კანი მშრალი და მოდუნებულია. ცხიმოვანი
დეპოები ანუ სახარჯი (ლაბილური ან ცვლადი) ცხიმის დალექვის ადგილი
კანქვეშ, მუცელში, ეპიკარდიუმის ქვეშ, ძვლის ტვინში თითქმის არ არსებობს.
კუნთები – ატროფირებული. შინაგანი ორგანოები – ძირითადად გული მცირდება
ზომაში. გულის შემცირება იწვევს კორონალური არტერიების დაგრეხას, საკუთარი
სიგრძის შენარჩუნების ფონზე. აღინიშნება პიგმენტური ცვლის დარღვევა,
სუსტად გამოიხატება კანის მელანოზი. დაახლოებით 10%-ში ონკოლოგიურ
პაციენტებს აღენიშნებათ პარანეოპლასტიკური სინდრომი, რომელიც შეიძლება
გამოვლინდეს სიმსივნის სხვა ნიშნებზე ადრე.
შედარებით ხშირი სინდრომია – კალციემია. მიიიჩნეულია, რომ სიმპტომატურად
სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მომატება უფრო ხშირად უკავშირდება
ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას, ვიდრე ჰიპერპარათირეოზს.
ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის ჰიპერკაალციემისს ნიშნებზე მოქმედებს ორი
სისტემური პროცესი: ოსტეოლიზი გამოწვეული მეტასტაზებით, პირველადი ძვლის
დაზიანებით, მაგალითად: მიელომის და რომელიმე არაძვლოვანი სიმსივნის
ჰუმორალური სუბსტანციის გამომუშავება იწვევს სისხლში კალციუმის მოხვედრას.
ცილები PTHRP, რომელიც კავშირშია პარათჰორმონთან და მონაწილეობს
ამინოტერმინალის ჩამოყალიბებაში, ასრულებს რამოდენიმე ფუნქციას
პარათჰორმონთან ერთად და მოქმედებს მისი რეცეპტორებით. სხვა ჰორმონებისგან
განსხვავებით, აღნიშნული ცილები უმნიშვნელო რაოდენობით პროდუცირდება
ზოგიერთ ჯანმრთელ უჯრედში: ეპიდერმისის კერატინოციტებში, ოსტეოციტებში,
მიოციტებში, საკვერცხის უჯრედებში. ჯანმრთელ ორგანიზმში მისი როლი
გაურკვეველია, მაგრამ ბრონქების ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნის დროს,
აღნიშნული ცილების რაოდენობა იზრდება და განაპირობებს ჰიპერკალციემიას. ამ
ცილებთან ერთად ჰიპერკალციემიას იწვევს სხვა ფაცტორებიც: ინტერლეიკინ-1,
(ТФР) – ტრანსფორმირებული სიმსივნის ზრდის ფაქტორი, (ФНО) – სიმსივნის
დანეკროზების ფაქტორი. დიგიროქსი – ვიტანიმი D.
პარანეოპლასტიკურ სინდრომს აგრეთვე მიეკუთვნება ენდოკრინოპათია. ყველაზე
ხშირია კუშინგის სინდრომი არტერიული ჰიპერტენზიით, მაგრამ ამ სინდრომის
განვითარება აღნიშნულ შემთხვევაში დაკავშირებულია არა თირკმელზედა
ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქციასთან, არამედ სიმსივნური უჯრედების
ფუნქციონირებასთან, უმრავლეს შემთხვევაში ბრონქების წვრილუჯრედოვანი
კარცინომა აღინიშნება ადენოკორტიკოტროპული – (АКТ) ჰორმონების ჭარბი
პროდუქცია. ამ ჰორმონის წინამძღვრად ითვლება დიდი მოლეკულა, ცნობილი
როგორც პროოპიომელანოკორტინი – (ПОМК). ბრონქული კიბოთი დაავადებულ
პირებს, რომელთაც აღენიშნებათ კუშინგის სინდრომი სისხლის შრატში
პროოპიომელანოკორტინის და ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის კონცენტრაცია
იმატებს. სიმსივნე შეიძლება იყოს ჰორმონალურად აქტიური და გავრცელდეს
ენდოკრინული სისტემის ორგანოებში. აქტივობა ძირითადად ახასიათებს
ახლადწარმოქმნად კეთილთვისებიან უჯრედებს, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი
დიფერენცირების ხარისი და შენარჩუნებული აქვთ მთლიანპროფილური ფუნქცია.
დასკვნა: განხილული მასალიდან გამომდინარე, საყურადღებოა სიმსივნის ზრდის
შემცირების ფაქტორი. როგორც თემის დასაწყისში ავღნიშნეთ, სიმსივნის ზრდის
სიმპტომატიკის დიაგნოსტიკა და რადიკალური მკურნალობა მოითხოვს ონკოლოგიური
პაციენტის გამოკვლევის აღრიცხვას. იმისათვის, რომ შეუმსუბუქდეს ავადმყოფს
მდგომარეობა, აუცილებელია ჩატარდეს სიმსივნის ზრდის პრევენცია,
მედიკამენტოზური მკურნალობა, მოხდეს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტორული
მექანიზმების განხორციელება და გატარდეს იმუნო-და გენური თერაპია.








კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 4797 | დაამატა: allfile | ტეგები: ФНО, სიმსივნე, Акт, ТФР, ზრდა, კლინიკური, PTHRP, პათოლოგიური, გამოვლინება, ПОМК | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar