მთავარი » 2010 » მარტი » 10 » თვალები დავხუჭოთ!!! ...............
7:49 AM
თვალები დავხუჭოთ!!! ...............

http://s61.radikal.ru/i174/1003/fa/3145b57846f1.jpg

მხოლოდ , მზე დილით, ღამით კი მთვარე.ადამიანთა ხელები კიდებენ ხელს და სადღაც იქეთ მიჰყავთ, სიბნელეში. არა და თვითონ უფრო კარგ სამყაროში ცხოვრობს. იქ ყველაფერი ისეა მოწყობილი , როგორც თვითონ სურს. ცას თუ უნდა მწვანედ შეღებავს ან თეთრად. თუ უნდა თავის ეზოში მხოლოს წითელ ვარდებს დარგავს ან თუნდაც თავის ოთახის კედლებს წიგნებით ააშენებს და მერე ყველა წიგნის წაკითხვის შემდეგ ცოდნის ოთახში გადავა საცხოვრებლად. ადამიანებსაც თვითონს ქმნის. ძირითადად კი კეთილ ადამიანებს ხატავს სულის ფუნჯით. საკვები? არც პური უნდა და არც წყალი. სითბოთი იკვებება. დღისით მზის სითბოთი გულის ჯიბეში ხურდებად ,რომ აქვს შენახული. როცა სცივა თითო კაპიკს იღებს და მერე სათითაოდ თვლის დარჩენილ მონეტებს. სარკე საშინლად არ უყვარს, იქ სიბნელეს ხედავს. ქუჩაში მარტო დადის ,რადგან იცის ვინმე მაინც მოკიდებს თბილ ხელს და მისი გულის ჯიბეში კიდევ ერთ მონეტას ჩააგდებს. მერე რა? რომ ვერ ხედავს სამყაროს სადაც ჩვენ ვარსებობთ და არ ვცხოვრობთ. მერე რა? რომ ვერ ხედავს მოღუშულ და ნიღბიან სახეებს. მერე რა? რომ შეხებით კითხულობს ადამიანებს და გრძნობებს. რა საჭიროა დაინახოს ბნელი ქუჩები ,სადაც სითბოს მათხოვრობენ ადამიანები. მას ცაზე მზეც ჰყოფნის, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ მას ათბობს. ბოლოს კი მაინც მასთან მივა..... ჩვენ კი ისევ ვიმათხოვროთ სითბო ქუჩებში. ჩვენც დავხუჭოთ თვალები, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ ერთმანეთის და გრძნობების წაკითხვა თითებით.








კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1531 | დაამატა: allfile | ტეგები: Lovestory, დავხუჭოთ, ..., თვალები, თვალები დავხუჭოთ!!!, poezia.ucoz.com, !!!, geopoezia.ge, poezia.ge | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar