მთავარი » 2009 » ნოემბერი » 13 » PlayStation Eye, ვებ-კამერა რომელიც აფიქსირებს მომხმარებლის სახეს და ასაკს
1:48 PM
PlayStation Eye, ვებ-კამერა რომელიც აფიქსირებს მომხმარებლის სახეს და ასაკს
 
 
 
 
 
 

როგორც ჟურნალი Slash Gear-ი იუწყება, კომპანია სონიმ გამოუშვა ახალი ვებ-კამერა, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად PlayStation 3-ისთვის.

ვებ-კამერის ყველაზე უნიკალური თვისება მომხმარებლის ასაკისა და სახის ნაკვთების ამოცნობის უნარია. კომპანიის ერთ-ერთი სპეციალისტი, კიშ ხირანი, იუწყება ვებ-კამერას შეუძლია აგრეთვე ამოიცნოს მომხმარებლის თვალის ფერი, სახის სხვადასხვა ნაკვთები და სქესი. კამერას შეუძლია მომხმარებლის სხეულის მოძრაობის სრული აღქმა და მონაცემების სამგანზომილებიან სივრცეში გადატანა. ამ ფუნქციის დახმარებით მოთამაშეები თავად ხდებიან სასურველი ვიდეო თამაშის მონაწილეები.
სამწუხაროდ, ფასისა და ოფიციალური პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.
 
 
 
 
 




კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1451 | დაამატა: allfile | ტეგები: ვებ-კამერა, ვებ-კამერა აფიქსირებს მომხმარებლის , PlayStation Eye, კომპ. ტექნოლოგიები, სახე, დაიქსირება, Home | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar