კომპანია Nikon-მა გამოუშვა განახლებული, მრავალფუნქციონალური და მძლავრი პროგრამა Nikon Capture NX2, რომელიც გამოადგება მათ ვისაც შეხება აქვს პროფესიონალურ ციფრულ ფოტოგრაფიასთან ან უბრალოდ მოსწონს სურათების გადაღება. პროგრამის საშუალებით შეძლებთ თქვენი გამოსახულებების რედაქტირებას და საუკეთესო ხარისხით დამუშავებას მიუხედევად იმისა თუ რომელ ფორმატს იყენებთ. რედაქტირების მაღალი სიჩქარე ეფუძნება მთლიანად Nik Software U PointTM ტექნოლოგიას, რომელიც ახდენს ზუსტ კონტროლს გადაღებულ სურათებზე და ხელსაწყოების გამოყენებით დაეხმარება ნებისმიერ ფოტოგრაფს, ციფრულ სამყაროში მისი მომზადების მიუხედავად. პროგრამას ხარისხვის დაკარგვის გარეშე შეუძლია ნებისმიერ გამოსახულებასთან მუშაობა, ის მარტივია გამოყენებაში და გააჩნია მრავალი საჭირო ფუნქცია.
|