მთავარი » 2009 ნოემბერი 12 » ფერეიდანი
4:29 PM ფერეიდანი | |
ფერეიდანი ერთ-ერთი პროვინციაა ირანში, სადაც მე-17 საუკუნის დასაწყისში (1614-1617 წწ.) ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი (კახელი) ჩაასახლა. ასე შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, შუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაჯი (ვაშლოვანიკ)... ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხა რაიონებში (ხორასანი, მაზანდარი, ფარსი...) ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობას 12-14 ათასს შეადგენს. ისინი ფერეიდნულ კილოზე მეტყველებენ. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
0
1
რეზა
• 11:46 PM, 2010-09-06 | |