მთავარი » 2009 » ნოემბერი » 12 » საინგილო
4:10 PM
საინგილო
 
 
 
 

საინგილო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე აზერბაიჯანში. იგი ისტორიული კახეთის, კერძოდ ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი იყო. ამ ტერიტორიის საქართველოდან ჩამოცილება დაიწყო 1604 წელს, როდესაც შაჰ-აბასმა იგი წახურელ ლეკებს გადასცა. 1727 წელს კი თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამას მოჰყვა ამ მიწაზე ლეკების ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII ს-ში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ-ბელაქანის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება. გამაჰმადიანებულ ქართველს იანგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად "ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები "ინგილო” და "საინგილო”.

1803 წელს რუს-ქართველთა ჯარმა ჭარ-ბელაქანი დაიკავა და ამის შემდეგ საქართველოს ნაწილია ჯერ ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის, შემდეგ ზაქათალის ოლქის სახელით. 1921 წელს საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
 
 
 
 
 




კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 2028 | დაამატა: allfile | ტეგები: ზაქათალი, saingilo, ბელაქანი, hereti, ლეკები, ლეკი, ჭარ-ბელაქანი, კახეთი, საინგილო, ჰერეთი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 ჰერელი • 10:55 PM, 2010-10-04
dawvrilebit saingilos informaciis misagebad gvweviet www.hereti.webnode.com-ze
ComForm">
avatar