მთავარი » 2008 დეკემბერი 29 » ამიკო - მე არ დაგანებებ თავს
4:33 PM ამიკო - მე არ დაგანებებ თავს | |
წლის საუკეთესო სიმღერის "მეგას" პრემიის მფლობელი "მე არ დაგანებებ თავს" ავტორი და შემსრულებელი ამიკო თავისი დაგეგმილი სამი დუეტისთვის მზადებას იწყებს, როგორც მოგეხსენებათ ერთ დუეტს ის სექტემბერში ბაჩოსთან ერთად წერს, მეორეს ახლახანს გაირკვა, რომ ქეთი გომართელთან ერთად წერს, მესამე დუეტი კი ჯერ-ჯერობით კვლავ საიდუმლოდ რჩება.
ქეთი გომართელისა და ამიკოს დუეტზე კლიპს ზაზა სვანაძე გადაიღებს, რომელიც ამ ბოლო დროს ცდილობს პროდუქტიული რეჟისორის იმიჯით წარსდგეს. როგორც გვპირდებიან სიმღერა სათუხთუხო და რიტმული იქნება, კლიპიც შესაბამისად. ამიკომ მცირე კომენტარიც გააკეთა: - ჩემი და კაბუს კლიპში რომ "კრაკადილი" გოგოები არიან. ისეთები ნამდვილად აღარ იქნებიან, მე და ქეთი გავალამაზებთ კლიპს, მაგრამ რამდენიმე გოგო მაინც გამოჩნდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |