მთავარი » 2008 » დეკემბერი » 29 » რუსთავის ისტორია (საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი)
1:51 PM
რუსთავის ისტორია (საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი)
 

                                                                      

 

რუსთავის ტერიტორიაზე ადამინი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი.

უფრო დიდი დასახლებები ჩნდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა ამ პერიოდის რამდენიმე მსხვილი დასახლება. რკინისა და ბრინჯაოს ხანაში რუსთაველებს მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბოსტნეული, მისდევდნენ მევენახეობას, მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას. განვითარებული იყო მეთუნეობა. განსაკუთრებით დახელოვნებულნი იყვნენ ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიაში.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ქალაქის წლოვანება

რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქართლის ცხოვრების უძველესი ავტორი ლეონტი მროველი ქალაქ რუსთავის მშენებლობას ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს: „ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი.“ მანვე სიკვდილის შემდეგ მამული გაუნაწილა შვილებს: მცხეთოსს, გარდაბოსს, კუხოსს, კახოსს, გაჩიოსს. კუხოსს კი წილად ხვდა კუხეთი და ქალაქი რუსთავი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს არქეოლოგიური მონაცემები, რომლის თანახმად, რუსთავში ბრინჯაოს ხანაში ძლიერი სამოსახლო არსებობდა. არსებობს ლეონტი მროველის მეორე ცნობაც, რომ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას დახვედრია ქალაქები: დიდი მცხეთა, ურბნისი, უფლისციხე, სარკინე, რუსთავი და სხვა. ამიტომ ძვ. წ. IV საუკუნეში რუსთავი უკვე ქალაქია.

ძველი რუსთავის მნიშვნელობა

რუსთავის ნაქალაქარისამწუხაროდ რუსთავი არქეოლოგიურად სრულფასოვნად არაა შესწავლილი, მაგრამ მიუხედავად არქეოლოგიური მასალის სიმცირისა, რუსთავში არცთუ სუსტი კულტურული ფენებია დადასტურებული. იაღლუჯის მთაზე, სანატორიუმების საძირკვლის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა ძვ. წ. IV—II საუკუნეების ნამოსახლარი. ანტიკური ხანის რუსთავი, დიდი მცხეთისა და ამ პერიოდის სხვა ქალაქების მსგავსად ერთმანეთისგან მეტნაკლებად დაცილებული უბნებისაგან შედგებოდა, ხოლო იაღლუჯის მთაზე აღმოჩენილი ნამოსახლარი იყო პოლიტიკური ცენტრი.

რუსთავს ანტიკურ ხანაში სავაჭრო ფუნქციაც ჰქონდა. იალღუჯის მთის ჩრდილო აღმოსავლეთ ფერდობზე იყრიდა თავს საქარავნო-სავაჭრო გზები:

აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთისკენ მიმავალი აბრეშუმის გზა
სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ
სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.
ეს გზები დღესაც მოქმედებს და აზერბაიჯანისკენ მიმავალ უმოკლეს გზას წარმოდგენს.

სახელწოდება

მენახირეები იაღლუჯის საძოვრებზერუსთავის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ად სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, ქართლის ცხოვრება, მოქცევაჲ ქართლისაჲ და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდა კუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად.

IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ.

სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს. ეს სიტყვა შეიძლებ ორნაირად განვმარტოთ:

სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეს არის (სავარაუდოდ) არაბული სიტყვა და სამხრეთს ნიშნავს. რუსთავი თბილისის სამხრეთით მდებარეობდა და შესაძლოა სწორედ ამიტომ დაერქვა ქალაქს ნაგები;
ნაგები შეიძლება ნიშნავდეს ძველად აგებულს, აშენებულს.

რუსთავი XII—XIII საუკუნეებში

XII—XIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქალაქში ყვაოდა ხელოსნობის ისეთი დარგები როგორიცაა კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. რუსთავი იმავ დროს ჩართული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო გზების ქსელში.

XIII საუკუნეში, ქათლში, მონღოლთა შემოსევები საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავითვის. 1265 წლის ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად, აღდგომა დღეს რუსთავმა არსებობა შეწყვიტა.




კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 2558 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 31 2 3 »
avatar
0
1 allfile • 10:44 PM, 2009-01-17
aba visac uyvars rustavi daakomentaret debo da dzmebo
1-1 2-2 3-3
ComForm">
avatar