მთავარი » 2008 » დეკემბერი » 29 » ცხოვრების პირველი წლის შემდეგ ბავშვებს კრიზისი ეწყებათ
2:07 AM
ცხოვრების პირველი წლის შემდეგ ბავშვებს კრიზისი ეწყებათ
 

                                                           

 

ნუ შეგეშინდებათ, საქმე ხასიათში არ არის – უბრალოდ ბავშვს ასაკობრივი კრიზისი აქვს. სავსებით კანონზომიერი მოვლენაა. 9 თვიდან წელიწადნახევრამდე მსგავს კრიზისს ყველა განიცდის. საკვირველი არაფერია – კრიზისს იწვევს დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი. აი რატომ არის კრიზისული სამი წლის ასაკი, 7 წლის ასაკი და ცნობილი გარდატეხის პერიოდი(12–14 წლის ასაკი).

ცხოვრების პირველი წელიც მნიშვნელოვანი ეტაპია პატარასათვის: იგი იწყებს სიარულს და დამოუკიდებლად გადაადგილდება სივრცეში. მას ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერს უნდა კბილი მოუსინჯოს, ხელი შეახოს. მალე ბავშვი თავისი თავის დამოუკიდებელ პიროვნებად შეცნობას დაიწყებს და აი უკვე სკანდალით ცდილობს საკუთარი გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, იგლეჯს წინსაფარს ან ახალ მაისურს და მშობლებს ჩიხში ამწყვდევს, მაგრამ მარტო ეს რომ იყოს...

ამ ასაკის კრიზისის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მშობლები ხშირად ვერ ასწრებენ გარდაქმნას საკუთარი ბავშვის განვითარების კვალდაკვალ. ჯერ კიდევ გუშინ იგი საჩხაკუნოებით თამაშობდა, დღეს კი სულ სხვა ინტერესები აქვს: დედის კოსმეტიკა, მამის ბრტყელტუჩა, ბებიის წამლები... ქუჩაში კი ნამდვილი კოშმარია: ქვიშაში ეფლობა, ტალახისკენ იწევს, თუმცა აკურატულობას აჩვევდით. სადილობისას ცდილობს კოვზი დამოუკიდებლად გამოიყენოს და როცა დედა ცდილობს მისი გამოკვება საკუთარ თავზე აიღოს, ბავშვი საშინლად ტირის და ეწინააღმდეგება. ყველაფრის აღებისა და უადგილო დამოუკიდებლობის გამოჩენის სურვილი ცუდი ხასიათისა და გათამამების ნიშანი არ არის, რომელსაც უნდა ებრძოლოთ. ასეთია ზრდისა და განვითარების ბუნებრივი გამოვლინებები. თუ დაფიქრდებით, გაიხსენებთ, რომ თქვენც ასე იქცეოდით: თამაშობდით ტალახში, დედის კოსმეტიკით, მამის ხელსაწყოებით. მაგრამ ბავშვის ზოგიერთ საქციელზე ხანდახან ტვინის ჭყლეტაა საჭირო. წარმოიდგინეთ, რომ დედა ერთი წლის შვილს ასწავლის კუბიკებით თამაშს, აშენებს სახლს, მაგრამ პატარა ღიპუცა ეშმაკური ღიმილით ანგრევს არქიტექტურულ ნაგებობას, რაც ძალიან ახარებს. დედას ეჩვენება, რომ ბავშვი ამას სპეციალურად აკეთებს. მაგრამ ბავშვს, ჯერ ერთი, არ ესმის, რომ პატივი უნდა სცეს სხვის შრომას, მაგრამ მისთვის ამის მოთხოვნა ჯერ ადრეა. მეორე – სახლს იგი სიბოროტის გამო კი არ ანგრევს, არფამედ იმიტომ, რომ აინტერესებს, როგორ გაფრინდებიან აქეთ–იქით ფერადი კუბიკები. მოვა დრო და იგი თვითონაც სიამოვნებით ააშენებს, მაგრამ მას ჯერ კუბიკების ვარდნის ტრაექტორია აინტერესებს. ხოლო ყველაფრის ხელში აღებას და გასინჯვას საერთოდაც მეცნიერული ახსნა აქვს: თურმე ამ დროს ბავშვი არა მხოლოდ ერთობა, არამედ ავითარებს სენსომოტორულ აქტივობას და სამძებრო საქმიანობას.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს, რომელიც კრიზისს განიცდის, ყველაფრის ნება უნდა მისცეთ. განსაზღვრული აკრძალვები უნდა არსებობდეს, მაგრამ ცოტა რაოდენობით, რომ ბავშვმა შეძლოს დამახსოვრება ათვისება სახელდობრ აკრძალვებისა და არა იმის, რომ ბრაზიანი უფროსები ყველაფერს უშლიან. წესების ფორმულირება სასურველია იყოს მოკლე და მკაფიო, თანაც ღიმილის გარეშე, რათა პატარა მიხვდეს, რომ მას კი არ ეთმაშებიან, არამედ სერიოზულად ელაპარაკებიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სასურველია წესები გაიმეოროთ ყოველთვის, როცა მისი დარღვევა ხდება. უფროსთა აკრძალვების უმეტესობა როგორც წესი ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ აქ ხანდახან შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. მაგალითად, თუ პატარას რაიმე აკრძალულის გაკეთება უნდა, მაშინვე შეეცადეთ გადართოთ მისი ყურადღება სხვა რამეზე.

მეორე ამოცანა, როცა გსურთ რაიმეს გაკეთება აიძულოთ, რაზეც კატეგორიულად უარზეა. აქ დასაწყისისათის უნდა დაფიქრდეთ: ღირს კი აიძულოთ? თუ საქმე საჭმელზე უარის თქმას ეხება, რა თქმა უნდა არა. ბავშვისათვის საჭმლის დაძალება უკიდურესად მავნებელია არა მარტო ბავშვის ფსიქიკისათვის, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც. ორგანიზმი, განსაკუთრებით ბავშვის ორგანიზმი, ჩვენზე გაცილებით ჭკვიანია. ბავშვი ინტუიტიურად გრძნობს, რა სჭირდება მას ამ მომენტში. დაე მან დღეს უპირატესობა ქათმის ხორცს მიანიჭოს, ხვალ კი მხოლოდ მაკარონი მიირთვას, აქ საშიში არაფერია. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, თუ იგი უფრო სშირად მიირთმევდა ხილს და ბოსტნეულს, მაგრამ დროებითი მაკარონის დიეტა ვერ შეედრერბა გაფუჭებულ ჯანმრთელობას. რა უნდა ქნათ, თუ ბავშვი საერთოდ უარს ამბობს ჭამაზე? უბრალოდ გაიხსენეთ ერთი ფრანგული ბრძნული ანდაზა: ბავშვი არასოდეს მისცემს თავს შიმშილით სიკვდილის უფლებას. საერთოდ კი, თუ ამის გაკეთება შესაძლებელია, საჭიროა ყოველთვის გაითვალისწინოთ, რომელ საკვებს ანიჭებს უპირატესობას იგი. თუ პამპერსებზე უკვე უარს ამბობს, ესეიგი დადგა დრო უარი თქვათ ცივილაზაციის ამ მიღწევაზე(მით უმეტეს, რომ ექიმები გირჩვენ 9თვის შემდეგ ბავშვს არ ჩააცვათ პამპერსი დღის საათებში). ხოლო თუ მატყუარა საწოვარას ითხოვს, მიეცით, რათა არ შეცვალოს იგი რაიმე საგნით, რომლის პირში ჩადებაც არაფრით შეიძლება.

რა თქმა უნდა ეს რჩევები შეიძლება ძალიან ლიბერალურად მოგეჩვენოთ. ბევრად ადვილია ძალა დაატანოთ ბავშვს და გააკეთებინოთ (ან არ გააკეთებინოთ) რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ბავშვი იტირებს, ისლუკუნებს და დაწყნარდება , თითქოს ყველაფერი კარგადაა. მაგრამ კარგად არ იქნება. შეეკითხეთ საკუთარ თავს: როგორი გსურთ იხილოთ თქვენი შვილი? ყოველ შემთხვევაში არ გენდომებათ, რომ უინიციატივო და მშიშარა იხილოთ, რომელსაც არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, ისტერიული პატარა, უხეში, რომელიც სასურველ მიზანს ტირილითა და ყვირილით აღწევს. მაგრამ ზეწოლა, როგორც ურთიერთობის მეთოდი ბავშვთან, ზუსტად ასეთ შედეგს იწვევს. პატარას, რომელიც არაა მიჩვეული საკუთარი თავისადმი პატავისცემას, გაუძნელდება გაიზარდოს ძლიერი და გაწონასწორებული ადამიანი, რომელსაც შეეძლება იქცეს საკუთარი მშობლების მეგობრად.
იმისათვის, რომ თავისას მიაღწიოს, იგი მიმართავს ტირილს, ისტერიკას, შანტაჟს, ხოლო მოგვიანებით – უხეშობას.

რა შეიძლება დაეხმაროს ერთი წლის ბავშვის მშობლებს მოთმინებისა და გაგების გარდა? რა თქმა უნდა იუმორის გრძნობა, შემოქმედებითი მიდგომა და თამაშში აყოლა. ამ ჯადოსნური თვისებებით ნებისმიერი "გადაუჭრელი" პრობლემის მოგვარება შეიძლება. მაგალითად, ბავშვი ზამთრის პერიოდში გარეთ გინდათ გაიყვანოთ, ხოლო პამპერსი ამ დროს აუცილებელია, ის კი უარს ამბობს მასზე. დასახმარებლად შეგიძლიათ სათამაშო დათუნია გამოიყენოთ, რომელიც თქვენთან ერთად გაისეირნებს და ამიტომაც პამპერსს ჩაიცმევს. დათუნია მაშინაც დაგეხმარებათ, თუ ბავშვს წინსაფრის გაკეთება არ უნდა. საერთოდ, არჩევანის უფლება(სამოსის, თამაშის, საკვების) ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ნებისმიერი ღიპუცა, რომელიც დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვის, აუცილებლად შეაფასებს ასეთ ნდობას საკუთარი პერსონის მიმართ. პატარას დაეხმარება ასევე ე.წ. "ჭკვიანური" სათამაშოები. მაგალითად, ყოველ ერთი წლის ინდივიდუუმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირამიდა, რომელიც 3–5 რგოლისაგან შედგება, ან ნებისმიერი მარტივი სათამაშოები, რომლების შეიძლება დაშალოს, დაალაგოს, ააწყოს, მოკლედ ყველანაირად შეიძლება შეუცვალოს სახე. მაგალითად, ძველი ჩამრთველი, რომელიც შეუძლია ჩართოს და გამორთოს ნებისმიერ დროს, შეუცვლის სათამაშოს ძალიან აქტიურ ბავშვს, რომელიც არ გინდათ მიუშვათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ღილაკებთან. ხოლო ქილა ან ქვაბი, რომელშიც საგნების შეგროვება შეიძლება, უბრალოდ შეუცვლელია.

ამ ასაკში კიდევ ერთი პრობლემა დგას მშობლების წინაშე: ბავშვი მეტყველებას იწყებს, მაგრამ ხშირად არ ესმით, თუ რას ლაპარაკობს იგი თავის ჯერ კიდევ გაუგებარ ენაზე, რაც ბავშვის გაღიზიანებას იწვევს. როგორ მოიქცეთ? ელაპარაკეთ მას ხშირად. დასაწყისისათვის სცადეთ განუვითაროთ გაგება. მაგალითად, ჩაცმისას, სთხოვეთ მას "დახმარება". სად არის მაისური? მომეცი მაისური. სად არის ფეხსაცმელები? მომიტანე. ნებისმიერი მოქმედება ხმამაღლა აღნიშნეთ, ეს მას დაეხმარება განავითაროს მეტყველება. თუ ბავშვი მიეჩვევა იმას, რომ მას სიტყვების გარეშე უგებენ, ამან შეიძლება მეტყველების განვითარება შეაფერხოს.


საშიშია თუ არა ეს კრიზისი?


რა თქმა უნდა არა. და თუ თქვენ დაეხმარებით ბავშვს პატივისცემითა და თანაგრძნობით გადაატანონით კრიზისული მოვლენები, მალე ყველაფერი თავისით გაივლის. ნეგატიური გამოვლინებები შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოვლინდეს: თუ მშობლები ბავშვს ძლიერის პოზიციიდან ელაპარაკებიან: "შეწყვიტე ყვირილი და ჭამე!", "მე გითხარი, არ შეიძლება!" – და მეტი არაფერი. უნდა იმოქმედოთ ბავშვთან ერთად, და არავითარ შემთხვევაში მის მაგივრად. მხოლოდ ამ შემთხვევაში შესძლებთ კრიზისის გადალახვას და მყარი ფუნდამენტის ჩაყრას ბავშვის ჰარმონიული განვითარებისა და ნდობაზე აგებული ურთიერთობისათვის.





კატეგორია: პატარა ბავშვი | ნანახია: 1975 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar