1:35 AM სოფო ჩაკვეტაძე - სამოდელო სააგენტო: "ნატალი" | |
სამოდელო სააგენტო: "ნატალი"
სახელი, გვარი: სოფო ჩაკვეტაძე დაბადების თარიღი: 26.12.1990 პარამეტრები: 90.62.90 სიმაღლე: 180სმ წონა: 56 კგ. ფეხის ზომა: 39 სმ. თვალის ფერი: ყავისფერი განათლება: საშუალო ძირითადი პროფესია: სტუდენტი დაწვრილებით და სურატების გაფორმებით - http://lady.ge/moda_full.php?aid=1139
პირველი შეხება მოდის სამყაროსთანბავშვობაში, ყოველთვის მინდოდა მოდელი გავმხდარიყავი.…ცამეტი წლის ვიყავი... ჩემი დის მეგობარმა მირჩია სამოდელო სააგენტო "ნატალი"... რომ მივედი, რატომღაც, ძალიან მეშინოდა.. ვნერვიულობდი მოვეწონებოდი თუ არა.. მაგრამ შემდეგ ქალბატონი ნატა ვნახე და ამიყვანეს.. მივხდი, რომ საშიში არაფერი არ იყო.. ასეთი იყო ჩემი პირველი დღე სააგენტოში... პირველი ფოტო-სესიაპატარა ვიყავი... დაახლოებით, ცამეტი-თოთხმეტი წლის... რომელიღაც პროექტისთვის გადამიღეს... ბესო შონჰხარტის გამოფენისთვის.. ძალიან საინტერესო გადაღება მქონდა... შემდეგ კი, ჩემი ფოტოები პროფესიონალი მოდელების გვერდზე გამოიფინა.. მახსოვს როგორ ვამაყობდი... პირველი დღე პოდიუმზეჩემი დებიუტი პოდიუმზე არ მახსოვს... სულ მინდა გავიხსენო, მაგრამ ვერ ვიხსენებ.. თუ არ ვცდები, ჩვენება შარდენზე იყო... დიზაინერს კი ვერ ვიხსენებ... პროექტები, სარეკლამო აქციები და ჩვენებები, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღიაყველას ჩამოთვლა ცოტა ძნელია, თუმცა, რამოდენიმეს მაინც ჩამოვთვლი.. ვარ ავია კომპანია ნაციონალური ავიახაზების სახე... ასევე ვარ სარეკლამო რგოლებში... ჩვენებებიც ბევრი იყო ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთ საინტერესო ჩვენებას გავიხსენებ, რომელიც კოდორში მოეწყო... თეონა თავართქილაძის კოლექცია წარვადგინეთ.. ავტომატებით გვიცავდნენ, ცოტა გვეშინოდა, მაგრამ თავს მაინც დაცულად ვგრძნობდით.. შემდეგ სიგელებით დაგვაჯილდოვეს. Bბევრი საინტერესო რამ გადაგვხვდა თავს.. ძალიან გავერთეთ... მოდელობის გარდა...ვსწავლობ. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში... თუმცა, ჩემი საყვარელი საქმიანობა მაინც ჩემი საქმე - ანუ მოდელობაა.. ასევე მიყვარს წერა.. ვწერ... უფრო ხშირად ლექსებს.… ჩემი ჩაცმის სტილითითქმის ყველანაირ სტილს ვიხდენ.. ასე რომ ყველანაირი მომწონს.. სპორტულ სტილში ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს... ამიტომ, სპორტულად ძალიან ხშირად მაცვია. ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად...დიეტებზე ვზივარ-მეთქი ვერ ვიტყვი... სამაგიეროდ, ვვარჯიშობ რაც ძალიან მეხმარება არა მარტო წონის გაკონტროლებაში არამედ, ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც. სირბილი ძალიან კარგია, ამიტომ თუ დრო დამრჩა, დავრბივარ საღამოობით. ჩემი ყველაზე გემრიელი კერძი...შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ უგემრიელეს კვერცხს ვწვავ.. ფაქტობრივად, სხვა საჭმლის გაკეთება არ ვიცი და ძალიან მცხვენია... ისე, ფაქტია, რომ კვერცხის შეწვა არაჩვეულებრივად გამომდის.. მშიერს არ დავტოვებ ადამიანს... მომავალში...მომავალზე ლაპარაკი რთულია, რადგან არავინ ვიცით რა იქნება... ჩემი მიზანია ჩემს პროფესიაში წარმატებას მივაღწიო... მინდა კარგი ეკონომისტი გამოვიდე... სამოდელო კარიერისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ.. პარალელურად მოდელიც ვიქნები. | |
|
სულ კომენტარები: 2 | 1 2 » |
0
1
levani
• 1:10 AM, 2009-07-26 | |
1-1 2-2 | |