მთავარი » 2008 » დეკემბერი » 29 » კალმახი შემწვარი ფოლგაში
1:24 AM
კალმახი შემწვარი ფოლგაში
                                    
    


კალმახი შემწვარი ფოლგაში



  • 4საშ.ზომის კალმახი
  • 70-80 მგ თეთრი ღვინო
  • 1 ცალი ლიმონი
  • 1 ს.კ. კონიაკი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 ცალი სტაფილო 
  • კარაქი,მარილი,პილპილი - საჭიროების მიხედვით
  • გარნირად:1 კგ. კარტოფილი
  • 1 კონა კამა

მომზადების წესი


ლიმონი გავჭრათ შუაზე.ერთი ნახევრიდან გამოვწუროთ წვენი, დაუმატოთ კონიაკი. მეორე ნახევარი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. გამზადებულ,გასუფთავებულ კალმახს გარედან და შიგნიდან შევაზილოთ ლიმნისა და კონიაკის მარინადი და დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.
სტაფილო გავასუფთაოთ და გავხეხოთ სახეხზე. ოდნავ მოვშუშოთ ტაფაში კარაქთან ერთად. ოხრახუში დავჭრათ მსხვილად. სტაფილო,დაჭრილი ლიმონი და ოხრახუში გადავანაწილოთ კალმახის მუცლის ღრუში.მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი.
თითოეული კალმახი დავდოთ კარაქწასმულ ფოლგაზე.მოვასხათ ღვინო, ზემოდან დავადოთ რამოდენიმე ნაჭერი კარაქი.
კალმახი ფოლგაში ისე გავახვიოთ,რომ იქიდან წვენი არ გადმოიღვაროს.შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200°C-ზე, 20 წთ-ის განმავლობაში.
ამასობაში კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში.მოხარშული კარტოფილი გადავწუროთ,დავწრიტოთ. ტაფაში გავადნოთ კარაქი.როცა გაცხელდება მასში ჩავყაროთ გადაწურული კარტოფილი დაჭრილ კამასთან ერთად და მოვთუშოთ ისე,რომ კარტოფილმა ფერი არ იცვალოს.










კატეგორია: კულინარია | ნანახია: 4251 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar