მთავარი » 2008 დეკემბერი 29 » ელიტური პარფიუმერია
1:15 AM ელიტური პარფიუმერია | |
ტერმინი "ელიტური პარფიუმერია" ხშირად გვხდება პრესაში, ტელევიზიასა და ინტერნეტში. ხშირად ელიტარულს უწოდებენ სუნამოს ან ოდეკოლონს სარეკლამო მიზნით, თუმცა მათ ნამდვილ ელიტასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
სიტყვა Elite ფრანგულიდან თარგმანში ნიშნავს - საუკეთესოს. ელიტური პარფიუმერია არის რჩეული არომატები, კომპოზიციები, ყველაზე ჰაეროვანი საშუალებები, სურნელის სრულიად განსხვავებული ახალი ვარიაციები, რომლებსაც წლობით ამუშავებენ ცნობილი და ნიჭიერი პარფიუმერები. ელიტური პარფიუმერიის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ უახლოესი ტექნოლოგიები, ძვირფასი, ზოგჯერ სრულიად უჩვეულო ინგრედიენტები. გასაოცარი, ამაღელვებელი და აღმაფრთოვანებელი არომატის მისაღებად იყენებენ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიან კომპონენტებს, რაც თავისთავად განსაზღვრავს ნაწარმის ფასს. ელიტური პარფიუმერია მიეკუთვნება უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, ამიტომ მისი ფასი საკმაოდ მაღალია. ელიტურ პარფიუმერიას გამოარჩევს ასევე მსოფლიოში ცნობილი ბრენდის სახელი. პარფიუმის სახელს ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როგორც ხარისხის გარანტს. ელიტარული კლასის პარფიუმერებს მიეკუთვნება მაგ.:
ყველა ზევით ჩამოთვლილი ბრენდი წარმოადგენს მშვენიერი და პოპულარული სუნამოების შემქნელს. ელიტარული კლასის პროდუქტი არის პარფიუმერული ხელოვნების შედეგი, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |