მთავარი » 2008 » დეკემბერი » 28 » ცოფი !
9:21 PM
ცოფი !
 
                        
 
ცოფს ვირუსი იწვევს. ავად ხდებიან ცხოველები - ძაღლი, კატა, ცხენი, ტურა, მელა, ღამურა.
გამომწვევი ნერწყვთან ერთად გამოიყოფა, კბენის ან დადორბვლის დროს დაზიანებულ კანში შეიჭრება.
პერიფერიული ნერვების საშუალებით იგი აღწევს ზურგისა და თავის ტვინს, სადაც მრავლდება და მძიმე დაზიანებს იწვევს.
დაკბენიდან ცოფის ნიშნების გამოვლინებამდე ინკუბაციური პერიოდი 12 დღიდან 1 წლამდე გრძლედება.
ეს ვადა მით უფრო ხანმოკლეა, რაც უფრო ახლოა ნაკბენი ადგილი თავის ტვინთან.
საჭიროა ვიცოდეთ ძაღლის ცოფის ნიშნები, რომლებიც ვითარდება დაკბენიდან 12-20 დღეში. ცხოველს ეცვლება ქცევა, იგი ხალხს გაურბის, ყმუის, აღარ არის ხალისიანი, ბრაზობს, აღარ სვამს და აღარ ჭამს, მაგრამ ყლაპავს უჩვეულო საგნებს (ხის ნაჭრებს, ჩვრებს, ლურსმნებს). ერთი-ორი დღის შემდეგ ძაღლი მღელვარე, აგრესიული ხდება, ბარბაცით დადის, ტოვებს ბინას და გარბის უგზო-უკვლოდ. კიდევ 2-3 დღის მერე იწყება დამბლები, ხოლო მეშვიდე-მერვე დღეს ცხოველი იღუპება. ნერწყვი სახიფათოა დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 10 დღით ადრე.

ადამინის საავადების სიმპტომი შეიძლება იყოს ნაკბენი და დანაწიბურებული ადგილის წვა, ქავილი, ტკივილი, შეწითლება. სხეულის ტემპერატურა მატულობს, იწყება თვის ტკივილი, დეპრესია, სიკვდილის შიში, ცუდი სიზმრები, დამახასიათებელია ჰაერისა და წყლის შიში (წყლის დალევის, დანახვის, ხსენების დროს, ასევე ჰაერის მოძრაობაზე იწყება ხორხისა და საყლაპავი კუნთების აუტანელი სპაზმური კრუნჩხვა), თანდათან აგზნებულობა მატულობს: ავადმყოფი აგრესიული ხდება, ამტვრევს ნივთებს, იხევს ტანსაცმელს, გარბის, ამავე პერიოდში ეწყება უხვი ნერწყვის დენა. ბოლო დროს შეიძლება განვითარდეს დამბლებიც. ცოფის ეფექტური მკურნალობა არ არსებობს და ადამიანი იღუპება დაავადების გამოჩენიდან 5-8 დღის განმავლობაში.

ცოფთან ბრძოლა არის მისი პროფილაქტიკა. საჭიროა მოხეტიალე კატების და ძაღლების მოსპობა. ცოფის მხრივ სახიფათო რაიონებში უნდა ჩატარდეს ძაღლების პროფილაქტიკური აცრა. სათანადო სამსახურებმა მეთვალყურეობა უნდა დააწესოს გარეულ ცხოველებში ცოფის გავრცელებაზე.

ცოფიანი ან უცოფო ცხოველის მიერ დაკბენის (ადრეთვე დადორბვლის) შემთხვევაში ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიკლინიკას, სადაც დაუმუშავებენ ჭრილობას და გადაწყდება საკითხი აცრის ჩატარების შესახებ. აცრის (ვაქცინაციის) მიზანია ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება უფრო მოკლე დროში, ვიდრე ცოფის ვირუსი ჭრილობიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემას დააზიანებს. აცრის პერიოდში ზუსტად უნდა შესრულდეს ექიმის რჩევა-დარიგება. კატეგორიულად აკრძალულია სპირტიანი სასმელების ხმარება, ფიზიკური და ემოციური გადაძაბვები.

იმ ცხოველზე, რომელმაც ადამინი დაკბინა და დაკაწრა, აუცილებლად უნდა დაწესდეს სათანადო მეთვალყურეობა. თუ ძაღლი ოჯახში დარჩა, იგი უნდა დავაბათ და 10-12 დღის მანძილზე თვალყური ვადევნოთ, გაცოფდება თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი გაიქცა, აუცილებელია მისი მოძებნა.




კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1830 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar