მთავარი » 2008 » დეკემბერი » 28 » * * *
12:05 PM
* * *
                                    * * *
_რას შვრები თამო, ხომ მოდიხარ ხვალ ჩემს დაბადების დღეზე? თითქმის ყველა
კლასელი იქნება იმ სინდიოფალა სწერვების გარდა და არ დაგავიწყდეს მოსვლა.
მერე კი ვიგიჟოთ ჩვენებურად...
_რა თქმა უნდა მოვდივარ! რომც არ დამპატიჟო მაინც მოვალ! რა სისულელეა
მაგ წვეულებას როგორ დავაკლდები.
_მაგარი ხარ, გელოდებით, ბევრი არ მაცდევინო.

_სად არის ამდენი ხანი, კარს რომ არ გვიღებს?
_რა გჭირს გოგო, მოითმინე და გაგვიღებენ აბა აქ ხომარ
გვაცდევინებენ?_დამამშვიდა წვეულებაზე უხალისოდ მისული გაგამ. ალბათ გული მიგრძნობდა რომ აქ
იწყებოდა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, არც თუ ისე სახარბიელო
ეტაპი..._დიდება შენს გამოჩენას... მეგონა აღარ გვიშვებდი სახლში.
_კაი რა... სახლში იმისთანა ამბავია, რომ არაფერი ისმის.
_ოკ! შემოგვიშვებ თუ წავიდეთ. საჩუქარი მოგიტანეთ, მოგეწონება. ჩვენ კი
წავალთ.
_შენ კარგად ხარ თამო? აქამდე მოვსულვარ და აწი სად წავალ? თან ისე მშია
რომ ლამისაა ორივე შეგჭამოთ_ამის თქმა და გაგას ოთახში შეჭრა ერთი იყო.
_შემოდი!


კარზე ზარია...
_ალბათ ლეო მოვიდა, დე გაუღე კარი.
_ლეო ვინაა გოგო? აბა სასტავიო?
_ხო რა, ჩემი ბიძაშვილია და მაგარი ძმაკაცი, ძმის მაგივრობას ეგ მიწევს.
გახსოვს რომ მოგიყევი ნიკას გაურჩია საქმეები-თქო... ხოდა ეგაა. ჩემი
ბიძაშვილი რომ არ იყოს ალბათ შემიყვარდებოდა ისეთი საყვარლია... აი ისიც_ფეხზე
ადგომით შეხვდა მარი თავის ბიძაშვილს და ინსტიქტურად მეც ფეხზე წამოვდექი.
_გაიცანი ლეო ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან_გაგა და თამუნა. დღეს
კიდევ ბევრი ჩემი მეგობარი მოვა აქ მაგრამ ესენი...
_კაი, გეყოფა! სასიამოვნოა...
_ლეო დანარჩენებს იცნობ ალბათ ხომ?
_კი და თუ მაცლი მივესალმები კიდეც, ისე კი ძალიან სასიამოვნოა ჩემი
მარის მეგობრების გაცნობა...
_ხომ მაგარი ლამაზია?
_კი რამდენი წლისაა?
_ჩვენზე მარტო 4 წლითაა დიდი, 17 წლისაა.
_მაგარი ლამაზია...
_ჰა, ჰა გულში ხომ არ ჩაგივარდა ანგელოზი სახელად ლევანი?
_გეყოთ, ხომ არ გავიწყდებათ რომ მეც აქ ვარ და ბოლოსდაბოლოს მეც ბიჭი
ვარ!!! ესე იგი თქვენ ოღონდ ლამაზი ბიჭი დაგანახათ და მეტი არაფერი
გაინტერესებთ. არაფრად აგდებ მარი ჩემს გრძნობას...
_მე მგონი აქ სრულიად ზედმეტი ვარ, აბა გაგა შენ იცი ჭკუით და დაქალი არ
გამიბრაზო..._,,შეყვარებულ\" წყვილს გამოვეცალე და იქვე განმარტოებით
მდგარ სავარძელზე მოვეწყვე. ის იყო ჩემს ფიქრებში უნდა წავსულიყავი, რომ
ვიღაცის ხმა მომესმა.
_მარის მოვკლავ, ასეთი ლამაზი დაქალი თუ ყავდა აქამდე რატომ არ გამაცნო?
ახლავე მივალ და ახლოს გავიცნობ, თან მარტოა.
_ოხ, შე მექალთანე. თამოს შებმა გინდა? არა ბიძაშვილო მაგ გოგომ კარგად
იცის რომ ყველა ბიჭი ერთნაირები ხართ.
_არა მართლა ნომალური გოგო ჩანს და ეგებ საერთოც გამოვნახოთ
რამე, თან მოწყენილია და ვეცდები გავამხიარულო..._ვიგრძენი როგორ წამოვიდა
ლეო ჩემსკენ.
_რატომ მოიწყინე? მიგატოვა დაქალმა და ძმაკაცმა? ისე უშნოდ ეჭუკჭუკება ის
გაგა მარის და რამე ხომ არ ხდება?
_რა უნდა ხდებოდეს? უხარია ხალხს ცხოვრება...
_შენ რა არ გიხარია?
_როგორ არ მიხარია, მაგრამ, იმათ სხვანაირად უხარიათ.
_მაინც რანაირად?
_სხვანაირად!
_მაინც, მაინც!
_ვერ ხვდები არა? უყვართ და უხარიათ... ასე რომ ვთქვათ მათ შორის
ანგელოზმა სიყვარულის ისარი გაისროლა და მათი გულები ერთმანეთს შეახვედრა.
_შენ რა ძაან ფილოსოფოსობ? ნამდვილად შეყვარებული იქნები! არა?
_შენ წარმოიდგინე რომ არა. თუმცა როგორ არა ჩემი შეყვარებული სიყვარულია,
სიყვარულზე ვარ შეყვარებული.
_და არ გინდა რომ შენი სიყვარული ვიყო?
_არა. შენ?
_რა მე?
_შენ გინდა რომ ჩემი სიყვარული იყო? გინდა რომ ეგ სიყვარული მიყვარდეს?
_კი თან ძაან.
_ეჰ, რომ ვერ შეგისრულებ?
_რატომ?
_იმიტომ რომ ჩემს სიყვარულს სახელი არა აქვს... შენ კი ლევანი გქვია...
_სიყვარულს დავირქმევ!..
_რატომ? რომ მერე შენს ძმაკაცებში იბლატაო რომ ერთით მეტი
თაყვანისმცემელი გყავს? არა ჩემო კარგო...
_მარი გეძახის!
_იფიქრე ჩემს ნათქვამზე...


_შენ გენაცვალე მარი რახან იმას მომაშორე.
_რაო გაბამდა?
_ხო რა, შენი სიყვარული ვიქნებიო.
_მერე შენ რა უპასუხე?
_არაფერი, რა უნდა მეპასუხა?
_აუ, ახლა წარმოგიდგინეთ შენ და ლეო ერთად, რა მაგარი წყვილი იქნებით?!
თან შენზე უკეთესს ვის მოვუძებნი?
_და მე აღარ მეკითხებით?
_რა კითხვა უნდა გოგო. სახეზე გაწერია რომ მოგეწონა, ალბათ იმ ანგელოზმა
თქვენს შორისაც გაისროლა სიყვარულის ისარი.
_გეყოს რეებს ბოდავ? მე ხომ იმას ჯერ არც კი ვიცნობ?
_რეებს და რასაც ჩემზე და გაგაზე ბოდავდი... თანაც ერთი ნახვით შეყვარება
არ გაგიგია? ლეო კარგი ბიჭია და დარწმუნებული ვარ ახლა აღარც შეგეშვება...
_კარგი რაა... იცი თქვენზე მკითხა და ვუთხარი რომ შეყვარებულები ხართ!
_რა? გაგიჟდი გოგო? აუ, ახლა მაგას რაღა გაუძლებს?
_რატომ, რა მოხა? უბრალოდ ცოტა მეტ ყურადღებას მოგაქცევს და სულ შენთან
იქნება... და თუ შენთან იქნება მეც ვნახავ ხოლმე...
_აბა არაფერიაო? აი ხომ დაგიჭირე სიტყვაზე?
_კარგი, ჰო მომეწონა... რა არ შეიძლება?
_როგორ არ შეიძლება, პირიქით ძაან მაგარია, მე-გაგა, შენ-ლევანი,
მაგარია...
_ეეე, ძაანაც ნუ გააფრენ ფიქრებით. ეგ ამბავი ან-მოხდება, ან-არა,
უფრო-არა!
_კარგი რა... რატომაც არა, დამიცადე ლეოს დაველაპარაკები და ახლავე
მოვალ.
_გაგიჟდი გოგო? არ გაბედო და არ უთხრა რომ მომეწონა, თორემ აქედან წავალ
და ვერასდროს ვეღარ შემომირიგებ.
_არა რა სისულელეა უბრალოდ უნდა ვკითხო მოეწონე თუ არა.
_არ გინდა რა.
_დამიცადე!
_რა მოხდა სად გაიქცა ის გადარეული?
_ლეოს უნდა ელაპარაკოს... გაგა მიშველე რამე, მარის უნდა რომ...
_რა რომ ნუ გადამრიე.
_რა და ლეო მომეწონა და მას უნდა რომ ყველაფერი მოახსენოს.
_მოგეწონა? ვა, რა დღეა დღეს? უნდა ჩავიწერო რომ არ დამავიწყდეს.
_გეყოფა!..
_მარი რა ქენი გაიგე მოეწონა თუ არა ეს გოგო?
_კი და ისიც ვუთხარი რომ ძალიან დიდი შანსები აქვს შენთან.
_შენ რა უთხარი რომ მომეწონა?
_ხოO რა იყო, თუ მასაც მოეწონე დიდი ამბავი...
_კარგად მარი, მე მივდივარ.
_მოიცა რა სად გეჩქარება?
_აქ ვეღარ გავჩერდები..._და წამოსასვლელად მოვემზადე.
_გაგა გააცილე კარგი? ოღონდ მერე დაბრუნდი...

ცივი ქარიანი ამინდი იყო ციდან წვრილ-წვრილად თოვლის ფანტელებიც
გვიგზავნიდა მოკითხვას. ძალიან მიყვარს თოვლი ამიტომ, ფეხით გადავწყვიტე გავლა.
გზაში გაგაც წამომეწია.
_რა იყო გოგო, ასე რატომ გაბრაზდი. ხომ იცი, მარი რა თავქარიანიცაა და
მის ასეთ ქცევებს ყურადღება რომ არ უნდა მიაქციო? ვიცი მესმის შენი. არც მე
მომეწონებოდა რომ დაუშვათ და შენ გეთქვა მარისთვის რომ მომწონდა. მაგრამ
მარი ასეთია და ჩვენ ვერ შევცვლით, თან მართლა განიცადა რომ გული
გატკინა...
_გაჩერდი გაგა! ეგ რა შუაშია? შენ რა მართლა გგონია რომ ლეოს გულისთვის
დაქალს დავკარგავ? უბრალოდ გავლა მომინდა და გადავწყვიტე წამოვსულიყავი.
თან არც ვიყავი მხიარულების ხასიათზე... ახლა კი თუ არ გეწყინება მარტო
მინდა დარჩენა და... მოკლედ დაბრუნდი და გაერთე, მე არაფერი არ მიჭირს.
_მართლა? აუ გეხვეწები რა სახლამდე მიგაცილებ თორემ მარი მომკლავს რომ
მარტო გაგიშვი...
_მე გავაცილებ!!!
_ლეო? შენ აქ რას აკეთებ? ახლავე ორივე დაბრუნდით და მარის უთხარით რომ
მე კარგად ვარ და ხვალ დავურეკავ...
_გაგა წადი და დაბრუნდი, თამუნას მე გავაცილებ.
_შენ რა ვერ გაიგე? ორივე დაბრუნდით. რა იყო რა, პირველად ხომ არ
გამოვედი ქუჩაში, თან აღარც პატარა ბავშვი ვარ რომ ზედამხედველები დამყვებოდნენ.
_პატარა რომ აღარ ხარ, იმიტომაც უნდა გამოგყვე. თორემ ვინმე დაგავლებს
ხელს და მერე რა მეშველება მე?
_კარგი ლეო მე წავალ, ოღონდ რაც არ უნდა გითხრას მარტო არ დატოვო. კარგი?
_აი მარტოც დავრჩით, სულ მარტო ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას შენ კიდევ
მარტო აპირებდი წასვლას.
_დიდი ამბავი. მაგრამ შენ ახლა სიმყუდროვეს მირღვევ და თუ მაინცდამაინც
გინდა რომ წამომყვე ჩუმათ იარე! კარგი?_ჩემი სიტყვებით გაკვირვებულმა ლეომ
თავი დამიქნია და რაგაცის თქმას აპირებდა და გადაიფიქრა.
_უკვე ძალიან დაბნელდა და თითქმის ორი საათია მე და ლევანი ერთად
ვსეირნობთ თბილისის ქუჩებში და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენით ამ ხნის მანძილზე
არცერთს არ ამოგვიღია ხმა...


ამის შემდეგ მე და ლევანი ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ხშირადაც
მოდიოდა ხოლმე სკოლაში ვითომდა მარის სანახავად.

ლევანის გაცნობიდან 1 წელი და 16 დღე იყო გასული. დღე ჩვეულებრივად
დაიწყო. როგორც ყოველთვის ლევანიმ სკოლის მერე მე და მარის გამოგვიარა და ჯერ
მარი გავაცილეთ ერთად და მერე მეც მიმაცილა სახლამდე.
_თამუნა ხვალ მე და ჩემი მეგობრები ვიკრიბებით და ძალიან მინდა რომ, შენც
ჩემთან ერთად წამოხვიდე.
_მე? არა რა სისულელეა! მე ხომ შენს მეგობრებს არც კი ვიცნობ და არა
მგონია ღირდეს წამოსვლა...
_მერე რა? მარიც არ იცნობს და ორივეს გაგაცნობთ თუ მარის ენდომება გაგაც
წამოვიდეს.
_კარგი ვნახოთ, მარის დავურეკავ და მოვილაპარაკებთ.


_მარი როგორ გამოვიყურები?
_როგორ და ისე რომ ჩემს ბიძაშვილს მთლად გადარევ ჭკუიდან ისეთი ლამაზი
ხარ.
_კარგი გეყოს თორემ მერე თავში ამივარდება და...


იმ დღეს უბედნიერესი ადამიანი ვიყავი რადგან ლევანიმ სიყვარული ამიხსნა
თან ძალიან ორიგინალურად. მეგობრები თავთავიანთ საიდუმლოებს უმხელდნენ
ერთმანეთს და ლევანიმაც გამიმხილა თავისი საიდუმლო...


თითქმის ერთი წელი ლევანი ყურადღებას არ მაკლებდა. ძალიან ორიგინალური
სიურპრიზებით მიმტკიცებდა თავის სიყვარულს. ყველა მეუბნებოდა რომ
უბედნიერესი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი რადგან ასეთ ადამიანს ვუყვარდი. მეც რა თქმა
უნდა მსიამოვნებდა ლევანის ასეთი ყურადღება ჩემს მიმართ. ლევანმა მისი
ოჯახის წევრებიც გამაცნო. ლეოს ოჯახშიც ყველამ იცოდა რომ ლევანის ძალიან
ვუყვარდი.

მაგრამ ალბათ ბედნიერებასაც აქვს დასასრული. დაახლოებით 2 კვირა ლევანი
არ გამოჩენილა და მისი კვალი არსად ჩანდა. Mმე ვიფიქრე, რომ აღარ ვუყვარდი
და ძალიან გაბრაზებულიც ვიყავი. ლევანის ყველა ეძებდა. ორი დღით გამოჩნდა
და ისიც ძალიან ცივად მექცეოდა. Bოლოს, რომ ვნახე ლევანი ძალიან
განერვიულებული იყო. მეხვეწებოდა, რომ მარტო არსად წავსულიყავი და თუ ვინმე მის
ამბავს მკითხავდა, მე მას ნორმალურად არც კი ვიცნობდი, მაგრამ, არ მესმოდა
რატომ სჭირდებოდა ეს ტყუილი. ნუთუ აღარ ვუყვარდი? ნუთუ ის ყველაფერი, ის
დღეები რაც ერთად გავატარეთ არაფერს არ ნიშნავდა მისთვის? მეორე დღეს მართლა
მოვიდა ვიღაც ბიჭი და მართლა მკითხა ლევანიზე და მე როგორც დამარიგა
ლევანმა ისე ვუპასუხე, რომ ლევანისთან არც თუ ისეთი კარგი ურთიერთობა მქონდა და
ერთმანეთს ვერ ვიტანდით.


_უკვე 3 კვირაა რაც ლევანი არ გამოჩენილა მისი ძმა გადარეული ეძებს.
ბიძაჩემი მიწასთანაა გასწორებული. თამუ ვერ ვხვდები რა ხდება ჩვენს თავს? ნინო
დეიდამ მთხოვა რომ მასთან მიმეყვანე თუმცა არ ვიცი რა უნდა. გთხოვ წამოდი
რა?
_რა თქმა უნდა წამოვალ. მეც ძალიან ვნერვიულობ მაგრამ... არ ვიცი მარი
გული ძალიან ცუდს მიგრძნობს. მეშინია გესმის? მე_ში_ნი_ა!_ დამარცვლით
გავუმეორე მარის და ლევანის სახლში წასასვლელად გავემზადე._ მარი გამომიარე რა
და ერთად წავიდეთ.


ლევანის სახლში ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. არავინ არ იცინოდა, ყველას
შეშინებული სახე ქონდა.
_თამუნა შვილო მოდი, დაჯექი. აქ იმიტომ დაგიბარეთ რომ ლევანიმ
გაუჩინარების წინ მე, მამამისს და თავის ძმას გიოს გვთხოვა, რომ შენ მოგხედოთ როგორც
საკუთარ შვილს. გვთხოვა, რომ მისი დის მაგივრად, რომელის სულ რაღაც 5 წლის
იყო რომ გარდაიცვალა, შენ მიგიღოთ ჩვენს მესამე შვილად. და თუ შენ
წინააღმდეგი არ იქნები ხშირად მოდი ხოლმე ჩვენთან. იმას არ გთხოვთ რომ შენი ოჯახი
მიატოვო და აქ გადმოხვიდე მაგრამ...
_დაწყნარდით ნინო დეიდა მე სულ თქვენთან ვიქნები. აი ნახავთ მალე ლევანი
დაგვიბრუნდება და ჩვენ ერთად ბედნიერად ვიქნებით, როგორც ადრე იყო
ხოლმე...
საუბარი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა. ტელეფონს ლევანის მამამ_დათომ
უპასუხა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მერე გიორგი და დათო ცალკე ოთახში
გავიდნენ. იქიდან გამოსული დათო პირდაპირ კარებისკენ წავიდა გიო კი ჩვენთან
მოვიდა და...
_ლევანი აღარაა...
ამ სიტყვების მერე აღარაფერი აღარ მახსოვს. გონს რომ მოვედი. მარტო ვიყავი
ერთ ოთახში, მეორე ოთახიდან კი კივილის ხმა გამოდიოდა.

ლევანი მოასვენეს... მისი სხეული, ტანსაცმელი, სახე სულ ...თ იყო
დაფარული. ალბათ აწამეს, ძალიან აწამეს...

ყველაფერი კი ასე იყო... თურმე ლევანის ძმაკაცს ვიღაც ბანდიტებთან ქონია
შელაპარაკება. ჯერ ის მოუკლავთ და მერე კი ლევანის დასდევდნენ მოსაკლავად
და მიაგნეს კიდეც. რომ მოკლეს მამამისს დაურეკეს და უთხრეს ამა და ამ
მისამართზე მოდი და შენი შვილი წაიღეო.

ეს იყო 15 თებერვალი, ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე.


,,იყო და არა იყო რა... მართლაც ზღაპარია ჩვენი ცხოვრება\"
 
 
 
 
 




კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1750 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar