მთავარი » 2008 » დეკემბერი » 27 » დილის და ღამის ლოცვები (შემოკლებული და სრული ვერსია)
8:44 PM
დილის და ღამის ლოცვები (შემოკლებული და სრული ვერსია)
 
                         
 
დილის და ღამის ლოცვები (შემოკლებული და სრული ვერსია)
მე სულ მაე ვკითხულობ და ვისაც გრძელი ვარიანტი აინტერესებს მისთვის მაქსვს ბმულები რის საშუალებითაც წაიკითხავს სრულიად ლოცვებს რაც დილისა და ძილის წინ ითქმის . . .
EXCLUZIVE IN WWW.ALLFILE.DO.AM
 
 

დილის  ლოცვა - შემოკლებული

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, დაარა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
დილის  ლოცვა მთლიანადდააკლიკეთ აქ
 
ღამის ლოცვები - შემოკლებული
 
უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა რა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
ღამის ლოცვები მთლიანადდააკლიკეთ აქ
 
 
 
 




კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 66524 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 3.6/16
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar