მთავარი » 2008 » დეკემბერი » 24 » Excess_ის ბიოგრაფია & Screens
2:54 PM
Excess_ის ბიოგრაფია & Screens
         
Excess_ის ბიოგრაფია


 

         


ფაილის აღწერა:

ჯგუფი ექსცესი შეიქმნა 1999 წლის ნოემბერში. პირველი სიმღერის,"შაბაშის ღამის" ჩაწერის შემდეგ ჯგუფთან მუშაობა დაიწყო პროდიუსერმა მიშა ჩხაიძემ. პირველი კონცერტი იყო ქალაქ რუსთავში, თბილისში ჯგუფის დებიუტი შედგა გრიბოედოვის თეატრში (19/12/1999), სადაც ჯგუფი მაყურებლის წინაშე წარსდგა უკვე ჩამოყალიბებული იმიჯით, შავი ანაფორებით. დღემდე ექსცესი არ იძლევა ინტერვიუს, არ აჩენს ფოტოებს ნამდვილი სახეებით,უკიდურესად იშვიათად გამოდის კონცერტებზე. სადებიუტო სიმღერა "შაბაშის ღამე" შევიდა კრებულში "თაობა 2000" და მუსიკალურ სამყაროში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ზოგიერთმა რადიომ ჯგუფს სატანისტობა დასწამა და კატეგორიულად აკრძალა სიმღერის საკუთარ ეთერით ტრანსლაცია, ზოგიერთმა კი მთელი გადაცემები დაუთმო ამ ფაქტს და აცხადებდა, რომ ხელოვნება ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ასეა თუ ისე, ატეხილ სკანდალს ჯგუფისათვის ხელი არ შეუშლია, წარმატებით გამოსულიყო რამოდენიმე კონცერტზე, ჩაეწერა დუეტი "DOG STREET"-თან (სიმღერა "აპოკალიპსი"), ხოლო 2000 წლის მაისში დაემთავრებინა პირველ ალბომზე მუშაობა. 2000 წლის ზაფხულის დასაწყისში პოლიციასთან შექმნილმა პრობლემებმა დროებით შეაფერხა სადებიუტო ალბომის გამოჭვება. ეს ალბომი გამოვიდა 9 ოქტომბერს და მასთან ერთად ექსცესმა წარმოადგინა თავისი პირველი ვიდეოკლიპი "განკითხვის დღე" , რომელიც გარდა სხვადასხვა სატელევიზიო არხებისა, წარმატებით იყო ნაჩვენები თბილისში სტუდენტური ფილმების ფესტივალზე (2000–2002წ.)და ბათუმისახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (2001წ.). ეს კლიპი თბილისის ახალგაზრდული ფილმების ფესტივალზე არ დაუშვეს( მიზეზი–კვლავ უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს ექსცესი სატანიზმის პროპაგანდას ეწევა!). 2000 წლის სექტემბერში ჯგუფმა დაიწყო მეორე ალბომზე მუშაობა, რომლისთვისაც პროგრამა უკვე მზად ჰქონდა. თავდაპირველად ალბომის სახელწოდება "ფულის ხანა " უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, ალბომს "საფლავები" დარქმეოდა. ალბომი 2001 წლის აგვისტოში გამოვიდა. ისევე, როგორც სადებიუტო ნამუშევარი, ეს ოპუსი სავსეა სიმბოლიკით, აგრესიით და შიშველი ნატურალიზმით, მუსიკალური ჟღერადობა უფრო დამძიმდა. ალბომი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მძიმე რეპია ჰიპჰოპისა და განგსტა–რეპის ელემენტებით, მეორე ნაწილი კი მხოლოდ ექსცესისათვის დამახასიათებელი გოთიკური ატმოსფეროთია გამსჭვალული. თვით სიმღერა "საფლავები"–ც ასევე ორნაწილიანია, თუმცა აქ უკვე თითოეული მათგანი ერთი მთლიანი ისტორიის ნაწილია. ეს სიმღერა დაწერილია ძველ, მიტოვებულ სასაფლაოზე, ღამის 3 საათზე, ანთებული ჩირაღდნების შუქზე, სრულ სიმარტოვეში... კომპოზიცია "წარსულის აჩრდილები" მუსიკალურ გაფორმებად იქნა გამოყენებული თეონა ჩიჩუას ფილმში "ქართული საბრძოლო იარაღი", რისთვისაც ფილლმა თბილისის ახალგაზრდულ კინოფესტივალზე 2001 წელს მეორე ადგილი დაიკავა, როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა ფილმმა, ხოლო მუსიკალურმა გაფორმებამ პირველი ადგილი დაიმსახურა. ამჟამად ჯგუფი მუშაობს ახალ სიმღერებზე და მესამე ალბომზე, რისთვისაც მასალა უკვე დაწერილია. ეს ალბომი მუსიკალურად წინამორბედებისაგან ძალზედ განსხვავებული იქნება. ალბომთან ერთად ჯგუფმა შეიძლება.


 









კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1742 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar