მთავარი » 2008 » დეკემბერი » 21 » მამაკაცი & ქალი
4:53 PM
მამაკაცი & ქალი
ეს იმიტომ დავდე ბიჭებში რომ მინდა იცოდეს უკეთესად მომავალმა კაცებმა,

 აბა ნახეთ სრულად ნახვში და თავი აღარ მოატყუებინოთ მამაკაცებს...


ყველა ქალი ოცნებობს რაღაც დროის შემდეგ საქორწინო კაბაზე, მომავალ შვილებზე და ამ დროს ჩნდება კითხვა - რამდენად სერიოზული მომავალი ელოდება მას თავის შეყვარებულთან?

1) არ გაცნობს მშობლებს.

გოგოს მშობლების გაცნობა ხდება თითქმის გოგოს გაცნობისთანავე იმისთვის, რომ არ ინერვიულონ გოგოს მშობლებმა, ის აცნობს მათ შეყვრებულს. ბიჭის მშობლების გაცნობა კი შეიძლება მოხვდეს უფრო გვიან.
მაგრამ თუ ის არ გაცნობთ თავის ოჯახს, ნუ ჩავარდებით პანიკაში. იქნებ მას ცუდი ურთიერთობა აქვს ოჯახთან და უბრალოდ ერიდება გითხრათ ეს. ასე, რომ ჯერ გაარკვიეთ მიზეზი და შემდეგ უსაყვედურეთ.

2) არ გაცნობს მეგობრებს.

ეს სულ სხვა სიტუაციაა. მამაკაცი, რომელიც ამაყობს თავისი შეყვარებულით ცდილობს შეიყვანოს თავის გარემოში. მთავარია, რომ ეს გაცნობა არ გახდეს დემონსტრაცია, სადაც ის ტრაბახობს თავის სტატუსით და არა თქვენთან ურთიერთობით. სერიოზული ურთიერთობის დროს მამაკაცი ცდილობს გააცნოს თავისი რჩეული ოჯახის წევრებს.

3) იშვიათი შეხვედრები.
მამაკაცი რომელსაც შეუძლია დაავიწყდეს შეხვედრის დრო, იშვიათად რეკავს და მოდის თქვენთან სტუმრად - არ არის თქვენს მიმართ სერიოზულად განწყობილი. შეყვარებული ადამიანი ცდილობს ყოველი თავისუფალი წუთის გატარებას საყვარელ ადამიანთან. და საქმე მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს სასწრაფო საქმეები ან გადატვირთული გრაფიკი, როგორც წესი ასეთი ქცევა ახასიათებთ იმათ ვინც ადრე შეცდომა დაუშვა ყოფილთან და თქვენთა ურთიერთობს იმისთვის, რომ მარტო არ გრძნობდეს თავს.

4) არ მოდის მაშინ როცა გიჭირთ.

არასერიოზულ ურთიერთობას აქვს დიდი მინუსი - უპასუხისმგებლობა ქალს და მამაკაცს შორის, სრული თავისუფლება ურთიერთობებში. ასეთ ურთიერთობას ძირითადათ ეძახიან მეგობრობას დამატებული სექსის ელემენტებით. ასეთ ურთიერთობას არ აქვს არანაირი მომავალი. თუ თქვენი პარტნიორს არ სურს გაგიწიოთ დახმარება თქვენთვის მძიმე პერიოდში, გჭირდებათ საერთოდ ასეთი ადამიანი?

5) არ საუბრობს მომავალზე, შვილებზე..

თუ მამაკაცი არ გესაუბრებათ მომავალზე, შვილებზე ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ გიყურებს სერიოზულად. არსებობს მამაკაცების კატეგორია რომლებსაც ეშინიათ გათვლების რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს.
მაგრამ როცა თქვენთან ლაპარაკის დროს, თქვენ ახსენებთ ქორწინებას ან ბავშვებს და მამაკაცი ღიზიანდება - ეს პირველი მინიშნებაა, რომ თქვენი მომავალი ამ კაცის გეგმებში არანაირად არ შედის.




კატეგორია: გოგო - ბიჭებისათვის | ნანახია: 1971 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar