მთავარი » 2008 » დეკემბერი » 17 » ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვა: ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო ისტორია
3:38 PM
ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვა: ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო ისტორია

ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვა: ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო ისტორია


ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვა: ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო ისტორია

ნარკოტიკების ამკრძალავი თანამედროვე კანონები, თავის საწყისს იღებენ ოპიუმის მოხმარებასა და გავრცელებაზე კონტროლის პირველ კანონმდებლობიდან, რომელიც იყო მიღებული ასზე მეტი წლის წინ. ნარკოტიკების მოხმარების ისტორია გაცილებით ადრეულია, იგი ითვლის დაახლოვებით ათიათას წელს. ნარკოტიკების მოხმარების შესწავლას და ნარკოპოლიტიკის განვითარების ისტორიას ეძღვნება ბევრი მონოგრაფიები და კვლევები. განვიხილოთ, რამოდენიმე უფრო მეტად საჩვენებელი ისტორიული მაგალითები.

ოპიური ყაყაჩო ნახსენებია ცენტრალური აზიის უძველეს ხელწერებში ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 6000 წლით ადრე. ასირიულმა მედიცინამ იცოდა ოპიუმი უკვე 900-700 წწ, ჩვენ წელთ აღრიცხვამდე. ოპიური ყაყაჩოს წვენის თვისებები დოკუმენტირებულია ჰიპოკრატეს მიერ. ყაყაჩოს მოყვანა იყო გავცელებული ინდოეთშიც (400-500 ჩ/წ.აღ-მდე), და მე-10-11 საუკუნეებში მიაღწია ბრიტანეთს. ბრიტანეთში 800 წლის მანძილზე არ არსებობდა ოფიციალური კონტროლი ოპიუმზე, ან იმ პროდუქტებზე რომლებიც მზადდებოდა მისი შემადგენლობიდან. ოპიუმის მოწევის ამკრძალავი პირველი ავსტრალიური კანონები მიღებული იყო სამხრეთ ავსტრალიაში 1895 წელს, როდესაც ერთადერთ მწეველებს წარმოადგენდნენ ჩინელები. 1905წ. თანამეგობრობამ აკრძალა ოპიუმის იმპორტი, რომელიც ადრე იბეგრებოდა გადასახადით. ოპიუმის აკძალვის კანონს საფუძვლად დაედო რასობრივი სიძულვილი.

კანაფის პირველი მოხმარება დაფიქსირდა ტაილანდში 10 000 წლის წინ. მარიხუანა ნახსენებია ინდურ ისტორიულ წყაროებში 2700წ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, ასირიაში-650წჩ.წ.აღ. ასევე იყო ნახსენები "გერმანულ რელიქვიებში" ჩ.წ.აღ-მდე 500წ. 1930 წლამდე მარიხუანა ადვილად მოსაპოვებელი იყო უმრავლეს დასავლურ ქვეყანაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ზოგიერთმა სახელმწიფომ დააწესა მარიხუანის მოხმარებისა და გავრცელების აკრძალვა, ავსტრალიამ კანაფის აკრძალვა დააწესა 1926წ, საერთაშორისო შეხვედრის შემდეგ, რომელიც შედგა ერთი წლით ადრე. ახალი სამხრეთ უელსის შტატში კანაფი იყო აკრძალული 1927 წელს, თუმცა მთავრობას არ ჰქონდა იმისი მიზეზი დაედო აკრძალვა იმ ნივთიერებებზე, რომლებსაც არავინ არ მოიხმარდა. მაგრამ, რადგანაც თანამეგობრობამ უკვე აკრძალა მარიხუანა, ამიტომ ახალმა სამხრეთ უელსმაც გადაწყვიტა კანბერის მაგალითისათვის მიებაძა.

შეერთებულ შტატებში 1930 წელს კანაფი იყო ლეგალურად დაშვებული როგორც მედიკამენტოზური საშუალება, ხოლო ალკოჰოლის წარმოება და გაყიდვა აკრძალული იყო. ათი წლის შემდეგ ალკოჰოლი გახდა ლეგალური, ხოლო კანაფი აკრძალული.

ლოთობა განიხილებოდა როგორც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დანაშაული 380-ზე მეტი წლის განმავლობაში. ავსტრალიის უმრავლესმა შტატებმა დეკრიმინილიზებული (ანუ ეს ნიშნავს, რომ მოხსნეს მოხმარებაზე აკრძალვა) გახადეს ალკოჰოლის საზოგადოებრივი მოხმარება, მხოლოდ 1970-იან წლებში.

პირველი საერთაშორისო კონვენციის მიღებამდე გადაწყვეტილებები მიიღებოდა სახელმწიფოებრივ, ან ადგილობრივ დონეზე რაც ასახავდა სხვადასხვა ხალხების რელიგიურ, კულტურულ და ეკონომიკურ თავისებურებებს. ეს იყო მორალის საკითხი, და არა უფლების. აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნების ნარკოპოლიტიკას განსაზღვრავს საერთაშორისო კანონმდებლობა. პოლიტიკური მიზეზების გამო კანონგარეთ დაყენებული ნარკოტიკები ხშირად საერთაშორისო ურთიერთობების საგანი ხდება, და სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის კრიტიკა ხშირად განიმარტება როგორც სახელმწიფოებრიობაზე ზეწოლა.

ა.შშ-ის მიერ დაფინანსებული და 1912 წელს ჰააგაში ხელმოწერილი პირველი საერთაშორისო კონვენცია ნარკოტიკების საკითხებზე ეხებოდა ოპიუმს, მორფინს და კანაფს. ქვეყნები, რომლებმაც მოაწერეს ხელი კონვენციას, დადეს იმ კანონების მიღების პირობა, რომლებიც ზღუდავდა ნარკოტიკების წარმოებას, ნარკოტიკების გაყიდვასა და მოხმარებას სამედიცინო თუ კვლევითი მიზნებისათვის. ამ ნივთიერებების არალეგალური შენახვა სისხლის სამართლის კანონით უნდა დასჯილიყო.

ოპიუმთან დაკავშირებულ პრეცენდენტულ კანონებზე დაყრდნობის შედეგად, მიღებული იქნა ჰეროინის, მორფინისა და კოკაინის მიღების/გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონები. ეს კანონები შემუშავებული იყო 1920დან 1940 წლამდე პერიოდში, და დროთა განმავლობაში უფრო მკაცრი გახდა. ამ კანონების განვითარება არ მიდიოდა გაცნობიერებული გზით შექმნილიყო კონტროლის დახვეწილი სისტემა, არ ეყრდნობოდა სამეცნიერო კვლევების შედეგებს და ამ სფეროში დაგროვილ ცოდნას, არამედ ეს კანონები იყო პასუხი საერთაშორისო ბიუროკრატიულ ზეწოლაზე. არ არსებობდა აკრძალული ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სიტუაციის სრული მეცნიერული შეფასება, რაც ამკრძალავი კანონის გაპროტესტების ან მხარდაჭერის შესაძლებლობას მისცემდათ. ნარკოტიკების აკრძალვისა და მკაცრი დასჯა, მათი შენახვის ჩათვლით, არავისში კითხვებს არ ბადებდა.

ოპიუმის საერთაშორისო კონვენცია, რომელიც 1925 წელს ჟენევაში ჩატარდა, მიმართული იყო აკრძალული ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საერთაშორისო მოძრაობის კოორდინირებისაკენ. ქვეყნები, რომლებმაც მოაწერეს ხელი კონვენციას, დათანხმდნენ მის გამოყენებაზე, რათა გაეკონტროლებინათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკების გავრცელება, კანაფის ჩათვლით (ეგვიპტეს, თურქეთისა და სამხრეთ აფრიკის თხოვნით). ეგვიპტემ თავისი თხოვნის არგუმენტად დაასახელა ის, რომ მათი ქვეყნის მოსახლეობის მამაკაცების ნაწილს უფრო ხშირად აქვს გონებრივი დარღვევები, ვიდრე ქალებს. კაცები უფრო ხშირად მოიხმარენ კანაფს, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე გააკეთეს დასკვნა, რომ კანაფს შეუძლია გამოიწვიოს გონებრივი დარღვევები. ეს იყო ამ კანონის შემოღების საფუძველი.

1936 წელს მძიმე ნარკოტიკების ბრუნვის შემცირების კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის დასჯის გაემკაცრება, თუ ასეთი სახის დანაშაული იყო ჩადენილი საერთაშორისო დონეზე. კონვენციამ ასევე წარმოადგინა მოდელი მომდევნო კონვენციებისათვის, და შექმნა ისეთი ატმოსფერო, რომ აკრძალული ნარკოტიკები აღიქმებოდა როგორც "ბოროტება" და "ანომალია". ამის შედეგი გახდა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების წინააღმდეგ მიღებული შიდასახელმწიფოებრივი კანონები. ეს იყო პირველი კონვენცია რომელიც მიზანად ისახავდა ქვეყნების შინაგანი კანონები საერთაშორისო კონტროლისათვის დაემორჩილებინა.

პარიზის 1948 წლის პროტოკოლი ითხოვდა იმ ქვეყნებისაგან, რომლებმაც მოაწერეს მასზე ხელი, რომ ნებისმიერი ახალი ნარკოტიკი აეყვანათ ისეთივე კონტროლზე, როგორზეც იყო აყვანილი ჰეროინი, კოკაინი და მორფინი. ამგვარად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ან ახალი კანონმდებლობა რომელიც ეხებოდა ახალ სახიფათო ნარკოტიკს, არ იყო დამოკიდებული ადგილობრივ მმართველობაზე.

საერთაშორისო აკრძალვაში შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი გადაიდგა 1950 წლის ბოლოს. ნარკოტიკებთან დაკავშირებული წინამორბედი ხელშეკრულებები, კონვენციები და შეთანხმობები იქნა გაერთიანებული, და, საფუძვლად დაედო 1961 წლის ერთიან კონვენციას.

1971 წლის საერთაშორისო კონვენციაზე, რომელიც ეხებოდა ფსიქოტროპიულ ნივთიერებს, საერთაშორისო კონტროლი გავრცელდა სინთეტიკურ ჰალუცინოგენებზე, სტიმულატორებზე და სედატიურ პრეპარატებზე.

1972 წლის პროტოკოლმა შეიტანა ცვლილებები 1961 წლის ერთიან კონვენციაში. მან გაამკაცრა ზომები, რომლებიც ეხებოდა აკრძალული ნარკოტიკების წარმოების, მოხმარებისა და გაყიდვის არდაშვებას.

სამწუხაროდ, საერთაშორისო და სახელმწიფო ინსტანციების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა არა თუ მცირდება, არამედ იზრდება ყოველწლიურად. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ვერ წყვეტს ნარკოტიკების გავრცელების პრობლემებს. ნარკომაფიაზე მიმართული საკანონმდებლო ზომები პრაქტიკაში ვრცელდება ძირითადად ხალხზე, რომლებიც იძენენ და იყენებენ ნარკოტიკებს მხოლოდ და მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით.

ერთ-ერთი ძირითადი ტენდენცია, რომელიც დღესდღეობით მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში ისახება, ეს არის ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ამ ტენდენციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ უნდა იყვნენ გარიყულები საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან და თვით საზოგადოებისაგან, და მათზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ნარკოტიკების მომხმარებლები არიან.









კატეგორია: ნარკომანია | ნანახია: 2751 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar