მთავარი » 2014 » ივლისი » 30 » ფორთოხლის ხრაშუნები / fortoxlis xrashunebi
11:33 AM
ფორთოხლის ხრაშუნები / fortoxlis xrashunebi
www.allfile.do.am -
შემადგენლობა:
150 გ ფქვილი
150 გ დაფქული ნუში
40 გ სახამებელი
1 ფორთოხალი
180 გ დარბილებული კარაქი
120 გ + 4 ს.კ. შაქარი
0,5 ს.კ. მარილი
1 ს.კ. დარიჩინი.

მომზადების წესი:
ფქვილი, ნუში და სახამებელი ავურიოთ თასში. ფორთოხალი ცხელ წყალში გავრეცხოთ, ცედრა მოვახეხოთ და წვენი გამოვწუროთ. ავთქვიფოთ კარაქი, 120 გ შაქარი და მარილი, დავუმატოთ 1 ს.კ. ფორთოხლის წვენი და ცედრა. შევაზილოთ ფქვილი და მიღებული ცომი ორად გავყოთ. თითეული 15 სმ სიგრძის ნაჭრებად გავაბერტყელოთ. დარჩენილ შაქარში ავურიოთ დარიჩინი, გადავანაწილოთ ცომის ერთ ფირფიტაზე და მეორე ზედ დავაბრტყელოთ, სემდეგ გავახვიოთ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ცომი გავაბრტყელოთ 0,5 სმ სისქეზე, ამოვჭრათ სასურველი ფორმები და 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. ცხელ ნამცხვარს ფრთხილად შემოვაჭრათ კიდეები და შაქარში ამოვავლოთ.

მასალის წყარო: მსოფლიო კულინარიის სამყარო - საქართველოს მასშტაბით გემრიელი რეცეპტების ყველაზე დიდი კრებული



კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2734 | დაამატა: allfile | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, როგორ, rogor | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar