მთავარი » 2014 ივლისი 30 » ღორის ხორცი ლუდში / goris xorci ludshi
11:30 AM ღორის ხორცი ლუდში / goris xorci ludshi |
2 კგ ღორის ხორცი (ნეკნებიანი ნაჭერი ან უმზეური)
0,5 ლ ლუდი
მარილი, თეთრი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი ღრმად დავჩხვლიტოთ წვრილწვერიანი დანით, მოვაყაროთ ბლომად მარილი და პილპილი, ჩავდოთ ქვაბში და დავასხათ ლუდი. ხორცი 4-5 საათით მოვათავსოთ მაცივარში, შემდეგ ჩავდოთ საცხობ ფორმაში კანით ქვემოთ, დავასხათ ლუდი, რაშიც ხორცი იყო ჩადებული და 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შევდგათ. როდესაც წვენი დაშრება და ხორცის ნაჭერი დაიბრაწება, სამად გავჭრათ, დავუწიოთ ცეცხლს და კვლავ შევაბრუნოთ ღუმელში, სანამ არ მომზადდება.
მასალის წყარო: კულინარიის სამყარო - საქართველოს მასშტაბით გემრიელი რეცეპტების ყველაზე დიდი კრებული
სულ კომენტარები: 0 | |