მთავარი » 2011 » ივლისი » 21 » სამცხე-ჯავახეთში ახალი სკოლა შენდება
3:36 PM
სამცხე-ჯავახეთში ახალი სკოლა შენდება




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახალ სკოლას სამცხე-ჯავახეთშიც აშენებს. ახალქალაქში №3 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა. ღონისძიების ფარგლებში, კოკა სეფერთელაძემ ახალქალაქის №2  სკოლაში ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის  წარჩინებულ 48 კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

ახალქალაქის №3 საჯარო სკოლის ძველი შენობა 1988 წელს მიწისძვრის შედეგად  დაინგრა, ამ წლიდან სკოლის 100-მდე მოსწავლე საცხოვრებელ კორპუსში არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ გარემოში სწავლობდა. სკოლა ქართულენოვანია, სკოლაში ქართველებთან ერთად ეთნიკური სომხები და შერეული ოჯახების წარმომადგენლები სწავლობენ.

2007 წლიდან №3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა რიცხვი იზრდება, ამის გათვალისწინებით, სკოლის ახალი სამსართულიანი შენობა უკვე 240 ბავშვზე იქნება გათვლილი და ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული დარბაზი. 

ამავე შენობის ცალკე ფლიგელში განთავსდება „ენის სახლი”. სადაც სამცხე–ჯავახეთის რეგიონის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, აბიტურიენტები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს განეკუთვნებიან ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.

მასალის წყარო: OnlineNews.Ge










კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1754 | დაამატა: allfile | ტეგები: axalqalaqi, samckhe-javakheti, samcxe-javaxeti, samcxe javaxeti, scavla, swavla-ganatleba, samckhe javakheti, akhalqalaqi, ganatleba, სამცხე-ჯავახეთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar