მთავარი » 2011 ივლისი 21 » ტერორისტები ახალი თაობის აღზრდას მულტფილმებით იწყებენ
3:24 PM ტერორისტები ახალი თაობის აღზრდას მულტფილმებით იწყებენ | |
რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ აბუ ალ-ლეიტ ალ-იემენმა მულტიპლიკაციური ფილმი გადაიღო, რომელიც „ალ-ქაიდას" პრინციპებზეა დაფუძნებული და ტერორისტების ახალი თაობის აღზრდას ემსახურება. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, მულტფილმი მუჰამედის ცხოვრების ფაქტებზეა აგებული და ბავშვებს რელიგიურ ომებზე უამბობს. ფილმში დომინირებს ანტიდასავლური პროპაგანდა. ცნობილი ხდება, რომ მულტფილმზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ექსტრემისტების საიტზე ხელმისაწვდომია ექსტრემისტული შინაარსის ნახატი ფილმის ნაწყვეტები. მულტფილმს უკვე მოყვა დადებითი შეფასება ექსტრემისტების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ მულტიპლიკაციური ფილმი იემენელი რადიკალების პირველი პროექტი არ არის. გასულ წელს ინტერნეტში გამოცემა „Inspire" გამოჩნდა, რომელშიც ტერორისტები ახალგაზრდა თაობას ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებასა და დივერსიების მოწყობას ასწავლიან | |
|
სულ კომენტარები: 0 | |