მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » საუკეთესო ტრენერები დაჯილდოვდნენ
1:01 PM
საუკეთესო ტრენერები დაჯილდოვდნენ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგთა ტრენერები დააჯილდოვეს.

სპეციალურად დაწესებული საჩუქრები და სიგელები 12 საუკეთესო ტრენერს გადაეცა. სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად, TBC ბანკმა პედაგოგებს ფულადი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა, წიგნების მაღაზია „დიოგენემ" კი თითოეულ მათგანს წიგნები აჩუქა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენერები 3 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია: მასწავლებლებისა და მონიტორინგის ჯგუფის შეფასებები, ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე არსებული მოთხოვნა და თითოეული მათგანის ორგანიზებულობა. შერჩეულ ტრენერებს შორის არიან პროფესიული უნარების, მათემატიკის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის 30 000-მდე პედაგოგი გადაამზადა. ტრენინგები ჩატარდა როგორც პროფესიულ უნარებში ისე, საგნობრივ ნაწილში. ცენტრი პედაგოგების გადამზადებას ახალი სასწავლო წლიდან განაახლებს. ტრენინგები  საქართველოს მასშტაბით ყველა მასწავლებელს ჩაუტარდება.





კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1559 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar